ირაკლი კირცხალია: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს
„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ფაქტი ერთია, ამ განცხადებებმა, ამ წერილებმა გამოიწვია ის, რომ აგენტურას ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მისცა.
„ასეთი საკითხია, საქმე ეხება ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ჩვენი გუნდის წევრს, რომელიც დღეს ციხეშია. გულწრფელად რომ გითხრათ, ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარსს უფრო მოგვაგონებს.
გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით. ამას გულწრფელად გეტყვით ვინაიდან, ამ არასერიოზულ ქმედებებს რაღაც სერიოზული პოლიტიკური პასუხი არ უნდა გაეცეს. არ ვთვლი, რომ ეს იყოს რაღაც სერიოზული კომენტირების თემა, მართლა რაღაც ბოროტი ზღაპრებია. ამ ბოროტ ზღაპრებს მოჰყვება შემდეგ ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა. ვინ აკეთებს ამაზე კომენტარებს, ისევ ეს აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
სანამ არ დადასტურდება ვერავის დავაბრალებ, რომ ვინმესთან კავშირშია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ამ განცხადებებმა, ამ წერილებმა გამოიწვია ის, რომ ამ აგენტურას ერთ-ერთი პოლიტიკური დღის წესრიგი მისცა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული აბსურდი.
რაც შეეხება ბატონი ღარიბაშვილის თემას, აქ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი ნაწილი. საზოგადოებამ ეს ყველაფერი ვიხილეთ, აღიარებითი ჩვენებაც ვიხილეთ, ახლა ვნახეთ კიდევ განვითარებული მოვლენები კონკრეტულ კორუფციასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს საუბარი. მეორე არის შემდეგ ამ ყველაფრის ირგვლივ რაღაც საკითხის პოლიტიზების, პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა“, - განაცხადა კირცხალიამ.
1788971138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში უმაღლეს დონეზეა მიწვეული
„კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს, როგორც ევროპული, ისე გლობალური უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა...
1788969672
ახალი ამბებიგივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გან...
1788967666
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: საქართველო მნიშვნელოვანი დისკუსიების ნაწილია
„პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სა...
1788965259
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ არსებობს ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს, დაასუსტოს, დააკნინოს ევროკავშირი
არჩილ გორდულაძე ევროკომისრებისა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების განცხადებებს „დღის ქრონიკაში“ გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ბოლო განცხად...
1788965062
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირისთვის, ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისთვის უკეთესი იქნება, სამართლებრივად გავარჩიოთ კანონი და დაგვთანხმდნენ უტყუარ ფაქტზე, რომ აქციები მშვიდობიანი არ ყოფილა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, სამწუხაროდ, დიდი ხანია, მიმდინარეობს პროცესი, რომელიც ევროკავშირის მხრიდან მიზნად ისახავს საქართველოს იმიჯის შელახვას...































