ნინო წილოსანი სასამართლოს გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის რეიტინგზე: რადიკალების მიერ სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, გამოქვეყნებული ანგარიშები ყველაზე მეტად აბათილებს ამ ცრუ ნარატივს

კიდევ ერთი აღიარება საქართველოს სწორი პოლიტიკის - ასე ეხმაურებიან მმართველ გუნდში ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს სასამართლოს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“, ამბობენ რომ მსგავსი შეფასებები ოპოზიციის მხრიდან სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობას აბსურდულს ხდის.

ევროკავშირის პროგრამა „ჰორიზონტის“ პროექტ „ბრიჯ-გეპის“ მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობაში მაქსიმალური, 10 ქულა დაიმსახურა, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებით კი 10-დან 6 ქულა მიიღო და ევროპის მასშტაბით მე-17 ადგილი დაიკავა.

კვლევის თანახმად, სასამართლოს დამოუკიდებლობის მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის საშუალო შედეგსაც აღემატება და რეიტინგში დიდი შვიდეულის ერთ, ნატოს, შენგენის ზონისა და ევროკავშირის წევრ 18 სახელმწიფოს უსწრებს. შეფასების კრიტერიუმები ევროპის ქვეყნებში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის ხარისხს ზომავს.

პარლამენტის ვიცე სპიკერის ნინო წილოსანის თქმით, სასამართლოს მიმართ დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, ანგარიშები, რომელსაც, მათ შორის, ევროკავშირი აკეთებს, ყველაზე მეტად აბათილებს ოპოზიციის ცრუ ნარატივს.

„ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო ოცეულში ვართ, მათ შორის, ნატოს და დიდი შვიდეულის ქვეყნების რიგ წარმატებულ ქვეყნებსაც ვუსწრებთ. თუმცა მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე ყბადაღებული და ჩვენი რადიკალებისთვის ყველაზე საყვარელი თემა სასამართლოს „მიკერძოებულობასთან“ დაკავშირებით და სასამართლოს მიმართ დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად, ეს ანგარიშები, რომელსაც მათ შორის, ევროკავშირი აკეთებს, ყველაზე მეტად აბათილებს ამ მათ ცრუ ნარატივს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთი აღიარება არის იმ რეფორმების, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ გაჯანსაღებული სასამართლო სისტემა“,  - განაცხადა ნინო წილოსანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794941140

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა უკრაინასთან მატჩისთვის ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს უკრაინის ნაკრებთან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მთავარმა მწვრთ...

საქართველოს ნაკრები

1794937440

ახალი ამბები

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი, დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის...

პროკურატურაპროკურატურა

1794935194

ახალი ამბები

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ხაშურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ქართლის ამბების“ ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის...

ყვითელი ლენტი

1794932812

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებითერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბე...

დაკავება და ბორკილები

1794931946

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მრავალწლიან პრობლე...

თამარ ზოდელავა