CNN: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გასაიდუმლოებული შიდა ქსელი გათიშულია

„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს (NSA) შიდა კომუნიკაციებისთვის განკუთვნილი, მკაცრად გასაიდუმლოებული ქსელი გათიშულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ექვს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ამ ეტაპზე კიბერშეტევის ნიშნები არ იკვეთება. ვიდრე სააგენტო ხარვეზის მასშტაბის დადგენას ცდილობს, თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების გრაფიკი სხვადასხვა დროზე გადანაწილდა.

„ვერ ვხედავთ ვერანაირ მტკიცებულებას, რომ ეს კიბერშეტევა იყო. ამერიკელებს სანერვიულო არაფერი აქვთ – არც კრიზისია და არც მსგავსი რამ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ლორენ ბისმა.

ქსელი NSANet-ი თანამშრომლებს უწყების შიგნით საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის საშუალებას აძლევს. აშშ-ის მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების განმარტებით, ქსელის გათიშვა გავლენას არ მოახდენს სააგენტოს შესაძლებლობაზე, გადაუდებელი სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ამჟამად აზიაში, საპრეზიდენტო თვითმფრინავით (Air Force One) მოგზაურობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხება არ შეხებია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და კანადის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების სისტემასაც, რომელიც „ხუთი თვალის“ (Five Eyes) სახელით არის ცნობილი.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში აშშ-ში მასშტაბური ტექნიკური შეფერხებების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. პარასკევს, სისტემური გაუმართაობის გამო, ქვეყნის მასშტაბით ყველა ავიარეისი რამდენიმე საათით შეჩერდა, რის შედეგადაც ათასობით ფრენა გადაიდო ან გაუქმდა. გასულ კვირას Microsoft-ის სერვისების შეფერხების გამო მომხმარებლებმა Outlook-ის ელექტრონულ ფოსტასა და Teams-ზე წვდომა დაკარგეს, ორშაბათს კი ონლაინ ანგარიშებით სარგებლობისას პრობლემები Chase Bank-ის ათასობით მომხმარებელს შეექმნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794935194

ახალი ამბები

დაღუპულია ახალგაზრდა კაცი - ხაშურში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ხაშურის სოფელ ალთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. „ქართლის ამბების“ ცნობით, ერთმანეთს ჯიპი და პატარა სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 40 წლამდე ასაკის...

ყვითელი ლენტი

1794932812

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ძალადობის ბრალდებითერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 ნოემბე...

დაკავება და ბორკილები

1794931946

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე

იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მრავალწლიან პრობლე...

თამარ ზოდელავა

1794929803

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა: ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად

„საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგ...

თამარ ზოდელავა

1794929777

ახალი ამბები

თამარ ზოდელავა: საჯარო რეესტრმა მართლაც ძალიან კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო მასალები, რომლებიც შეიძლება, საკუთრების უფლებისთვის მნიშვნელოვანი იყოს

„საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მართლაც ძალიან დიდი, კომპლექსური სამუშაო გასწია იმისათვის, რომ შესწავლილი ყოფილიყო საარქივო მასალა, რუკები, რომლებიც შეიძლება საკუთრებისთვის მნიშვნელოვანი იყოს. სა...

თამარ ზოდელავა