თამარ ზოდელავა იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივაზე: 12 000 მოქალაქე პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე
იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის“ ეთერში ისაუბრა პრემიერის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იაღლუჯის მთის მასივზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მრავალწლიან პრობლემას მოაგვარებს.
სარეგისტრაციო პროცესი დაიწყო და მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდა განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ დოკუმენტები, რათა სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იქნეს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით.
„ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალწლიანი პრობლემის გადაჭრის ახლა უკვე ქმედით ნაბიჯებზე. სარეგისტრაციო პროცესი, ფაქტობრივად, უკვე განახლდა და დაიწყო. ჩვენ ვსაუბრობთ, დაახლოებით, 12 000 მოქალაქეზე, ესენი არიან რუსთავის მცხოვრებნი, ვინც პოტენციურად შეიძლება გახდეს მესაკუთრე. მათ, ვისაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარდგენილი ჰქონდა განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, დღეს უკვე დაეგზავნათ შეტყობინებები და ეცნობათ, რომ იწყება სარეგისტრაციო პროცესი და, ბუნებრივია, მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, წარადგინონ ის დოკუმენტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო პროცესი ბოლომდე იქნეს მიყვანილი მათი ინტერესების გათვალისწინებით. ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, პრემიერის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროში და აქ იყო წარმოდგენილი ყველა მუნიციპალიტეტი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სწორედ ასეთი გუნდური, კომპლექსური სამუშაო იყო გაწეული და მიმდინარეობს ჯერ კიდევ იმისათვის, რომ მრავალწლიანი პრობლემა გადაჭრილიყო. 12 000 მოქალაქეს მიეცა ახლა შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში გახდეს მესაკუთრე“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ განაცხადი, წარადგინონ უფლების დამდგენი დოკუმენტები, ეს არის მებაღეობის წიგნაკი განაწილების გეგმები და სხვა მართლზომიერი ფლობის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
„მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სახლებს მიმართონ, გააკეთონ განაცხადი, წარადგინონ უფლების დამდგენი დოკუმენტები - ეს არის მებაღეობის წიგნაკი, განაწილების გეგმები და სხვა მართლზომიერი ფლობის და საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ბუნებრივი სარეგისტრაციო პროცესი მივიდეს ბოლომდე და ისინი გახდნენ მესაკუთრეები“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.
1794926028
ახალი ამბებიირაკლი შატაკიშვილი ხატია დეკანოიძეზე: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება
„საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებმა, კიდევ ერთხელ, აჩვენა რადიკალური ოპოზიციური ე.წ პარტიების ანტიკონსტიტუციური ბუნება“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოად...
1794924440
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი BridgeGap-ის კვლევაზე: 2012 წლის შემდეგ ერთი შემთხვევაც არ ყოფილა, როდესაც საქართველოს დარღვევა დაუდგინდა სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის მიმართულებით არსებული რაიმე ხარვეზის გამო
„ამ კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და გამჭვირვალობის კომპონენტში“, - ასე აფასებს იუსტიციის მინისტრის პირვ...
1794924305
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიცია გადასულია მართლების რეჟიმში, ვინც ქვეყნის ინტერესებს და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, საკუთარ საქმიანობას მძიმედ ამთავრებს
„საკონსტიტუციო სასამართლოში რაც დრო გადის და მეტად ლაპარაკობენ, საკუთარ თავებს უფრო მძიმე, უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1794922373
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისთვის - „ნაცი“ თავის ბუნებას არასდროს იცვლის
„ხატია დეკანოიძე სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია სასამართლოს უპატივცემულობისა და თავმჯდომარის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდ...
1794921966
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე: ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომელსაც ტელეარქივი უხვად ინახავს
„საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან სიცრუეს ვისმენთ რას ვხედავთ? ეს ადამიანები ურცხვად და უტიფრად ცდილობენ, რომ გაემიჯნონ არათუ ლიდერებს, არამედ საკუთარ განცხადებებს, რომლებ...































