პაატა სალია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს რეკომენდაციები, რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ კომენტარი გააკეთა „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის შესახებ.

მინისტრის თქმით, საკმაოდ სქელტანიანი დასკვნა მომზადდა 2-3 დღეში, მასზე მხოლოდ ერთი ექსპერტი და მისი ასისტენტი მუშაობდნენ, დასკვნაში ჩაწერილი რეკომენდაციები სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს, დოკუმენტი არ მოიცავს ყველა მონაწილის მოსაზრებებს და უფრო მეტად ჰგავს პოლიტიკურ შეფასებებს.

„მე უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ პროცესში, როდესაც ექსპერტი იყო ჩამოსული და გამართა სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრა. მე მას ვკითხე მისი მანდატი, შესაძლებლობები, დროის ფარგლები, რა დროში აპირებდა ამ ყველაფრის გაკეთებას. სიმართლე გითხრათ სულ 2-3 დღეში სქელტანიანო დოკუმენტის შექმნა, რომელიც, ძირითადად მოსაზრებებს ეფუძნება, მგონია, რომ არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც შეიძლება ჩვენ ვწუხდეთ.

რაც შეეხება იმას, თითქოს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოთქვამენ წუხილს, წუხილს გამოთქვამენ იმის მიმართ თუ როგორ არის ეს დოკუმენტი შედგენილი, რა არის გათვალისწინებული და რა არა. გეტყვით დაზუსტებით, ის დოკუმენტები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ იმაზე ადრე, ვიდრე გათვალისწინებული იყო მიაწოდა ექსპერტთა ჯგუფს, უფრო სწორად ჯგუფიც არ იყო, იყო ექსპერტი და მისი ასისტენტი. ესეც ხაზგასასმელია, ერთი ადამიანი მუშაობდა.

დოკუმენტები, რომელიც მიაწოდა სამინისტრომ ეხებოდა პროგრესს, რომელიც არის საქართველოში, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მრავალი ის მოვლენა, რაც იყო სააკაშვილთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში სიმართლე და ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ამ საქმეში არ მოხვდა არც ერთი ის დოკუმენტი, რომელიც მეორე მხარის პოზიციას ამყარებდა, ეს არის მნიშვნელოვანი.

მე ვფიქრობ ასეთი დასკვნის შედგენისას აუცილებელია ყველა მხარის, ყველა მონაწილის მოსაზრებები და არა მხოლოდ განცხადებები ერთი მხარის და პოლიტიკურ შეფასებას დამსგავსებული განმარტებები. ამ დასკვნის სერიოზულობაზე მეტყველებს ისიც თუ რა რეკომენდაციებია. თუმცა ის რეკომენდაციები, რაც დასკვნამ გასცა ყველანაირად სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778161759

ახალი ამბები

მათიკაშვილი: „მეხუთე კოლონა“ ცდილობდა ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას, რაც არ გამოუვიდათ და დღეს ერთმანეთზე გადაბრალებებით და თავის მართლებით არიან დაკავებულები

„ყველა ის უუნარო მცდელობა, თავი გაიმართლონ, ყველაფერი დააბრალონ ღობეს, იყოს მოცემულობა, თითქოს ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია და ეს ყველაფერი შეასაღონ საზოგადოებას, არის ფიასკოსთვის განწირული“, - განაც...

დავით მათიკაშვილი

1778161724

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან...

გურამ მაჭარაშვილი

1778161305

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმე...

მაკა ბოჭორიშვილი

1778161251

ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა, ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნია იმნაძე დაკითხვისას შეუძლოდ გახდა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკითხვა აღარ გა...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ

1778160290

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში

ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და...

რატი იონათამიშვილი: