მარიამ ქვრივიშვილი აშხაბადში თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ნოკერგული ატაგულიევს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის ურთიერთობებში საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან როლს, ასევე რეგიონულ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოსა და თურქმენეთის აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.

აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს სატრანზიტო დერეფნის პოტენციალს. თურქმენეთის მხარემ ინტერესი გამოხატა საქართველოს პორტებთან სასაწყობე და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით. გამოითქვა მზაობა საზღვაო სფეროს ციფრული ტრანსფორმაციისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) დანერგვის კუთხით თანამშრომლობაზე.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია, ჩამოყალიბდეს რეგიონულ ციფრულ ჰაბად, რომელიც ევროპასა და აზიას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის მეშვეობით დააკავშირებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგია, თურქმენეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე საბიაშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778161759

ახალი ამბები

მათიკაშვილი: „მეხუთე კოლონა“ ცდილობდა ძალადობრივად ხელისუფლების შეცვლას, რაც არ გამოუვიდათ და დღეს ერთმანეთზე გადაბრალებებით და თავის მართლებით არიან დაკავებულები

„ყველა ის უუნარო მცდელობა, თავი გაიმართლონ, ყველაფერი დააბრალონ ღობეს, იყოს მოცემულობა, თითქოს ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია და ეს ყველაფერი შეასაღონ საზოგადოებას, არის ფიასკოსთვის განწირული“, - განაც...

დავით მათიკაშვილი

1778161724

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან...

გურამ მაჭარაშვილი

1778161305

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმე...

მაკა ბოჭორიშვილი

1778161251

ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა, ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნია იმნაძე დაკითხვისას შეუძლოდ გახდა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკითხვა აღარ გა...

თბილისის საქალაქო სასამართლოშ

1778160290

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში

ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და...

რატი იონათამიშვილი: