პაატა სალია: რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია
„სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეფასებებისგან თავს შევიკავებ, თუმცა რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტია“, - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გიორგი უძილაურის დაკავების საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობას რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოები პრევენციულ რეჟიმში აქტიურად მუშაობენ.
„ვინაიდან მიმდინარეობს გამოძიება და სასამართლოს არ დაუდგენია ამ პირის ბრალეულობა, კონკრეტული საქმის დეტალებზე შეფასებებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ზოგადად ვიტყვი, რომ დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც მეზობელ რეგიონებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გააქტიურებულია ინტერესი საქართველოსა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ.
ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მოწოდების სიმაღლეზე არიან, აქტიურად მუშაობენ და ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს. ვვარაუდობ, რომ ამ შემთხვევაშიც მათი მოქმედებები იყო ეფექტური, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე რეგიონში და ქვეყნის უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
„საქართველო ბევრი რეგიონისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, რადგან მას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი უჭირავს. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცველები მოწოდების სიმაღლეზე არიან, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული“, - განაცხადა პაატა სალიამ.
1778161724
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე. მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან...
1778161305
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმე...
1778161251
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა, ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნია იმნაძე დაკითხვისას შეუძლოდ გახდა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკითხვა აღარ გა...
1778160290
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში
ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და...
1778160130
ახალი ამბები„ბაიერნის“ 17 წლამდე გუნდში გოლი გაიტანა“ — გერმანული პრესა თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერს
რამდენიმე დღის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე მიუნხენში გაფრინდა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბაიერნი 16 წლის მოთამაშის შეძენით სერიოზულად ინტერესდება,...





























