გეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, გეოლოგიის დოქტორ მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადასცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოში გეოლოგიის დარგის განვითარების და ამ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად საპატივცემულო ადამიანის, გეოლოგიის დარგის ღირსეული წარმომადგენლის, მერაბ გაფრინდაშვილის ღვაწლის დაფასებისთვის.
ბატონი მერაბი თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ სფეროს ემსახურება. მისი საქმიანობა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და დარგის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი დეფიციტური და სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერა და წახალისება, როგორიც გეოლოგიის სფეროა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და მერაბ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრი ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778159437

ახალი ამბები

პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გ...

პროკურატურა

1778159220

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1778158453

ახალი ამბები

ნიკოლ ფაშინიანი: უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ

ჯერ კიდევ 2022, ან 2023 წელს ვთქვი, რომ ჩვენ უკრაინის საკითხში რუსეთის მოკავშირეები არ ვართ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა გაიხ...

ნიკოლ ფაშინიანი

1778157450

ახალი ამბები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

8 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრც...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

1778156313

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მ...

საქართველოს პრეზიდენტი