მაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მაისის ბოლოს აშშ-იდან იგეგმება კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი ემსახურება იმას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა. განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში.
ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე. თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას, რომლის ვიზიტის ფარგლებშიც უფრო დეტალურად იქნება განხილული ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები. ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ ორივე მხარე აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემაზე და პრაგმატულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაგრძელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სასიხარულოა, რომ აშშ-ის დელეგაციის მხრიდანაც იგივე გზავნილები ისმის, რაც გაჟღერდა ქართული მხარის მხრიდან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1778316129
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, შესაძლოა, წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს „მოლოტოვის კოქტეილი“ არ მოხვედროდა, ესეც არ უნდა დავივიწყოთ
პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განა...
1778315906
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თარიღებზე დავა არის დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, დაგვავიწყონ, ვინ ვართ
9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პ...
1778315858
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: კოლექტიური „თავისუფლების ინსტიტუტი“ თავის შორსმიმავალ მზაკვრულ სტრატეგიაში წმ. ილია მართალს რომ ამოეფარა და ახალგაზრდობის გენმოდიფიცირების ცენტრი რომ შექმნა „ილიაუნის“ სახელით
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში გარკვეული ჯგუფების სტრატეგიას ეხმიანება, რომლებიც ავტორიტეტული ფიგურების გამოყენებით ცდილობენ საზოგადოებრივი გავლენის მოპოვებას. ანალიტი...
1778313778
ახალი ამბებიჯანდაცვა: სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა ფართოვდება — სახელმწიფო ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალურ ამწეებს შეისყიდის
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ნერვ-კუნთოვანი იშვიათი დაავადებების მქონე პირებისთვის, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, სახელმწ...
1778313718
ახალი ამბებიპრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...






























