გურამ მაჭარაშვილი: უკრაინის ხელისუფლებამ არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა საქართველოს მისამართით, მაგრამ თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაზე.
მან განაცხადა, რომ ერევნის სამიტზე ზელენსკიმ გამოავლინა ინიციატივა საქართველოსთან მიმართებით. დეპუტატის აზრით, ეს განპირობებულია საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სწორი პოზიციონირებით.
„უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის განცხადებები და ნაბიჯები საქართველოს მისამართით იყო უსამართლო, მაგრამ თუ უკრაინული ხელისუფლება ამას აღიარებს, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ მეგობრული გახდება.
„ვფიქრობ, ზელენსკიმ და უკრაინის ხელისუფლებამ დაინახა ის რეალობა, რაც შექმნა საქართველომ - ჩვენ სწორი პოზიციონირებით შევძელით ის, რომ უკვე ევროკავშირიც დაინტერესებულია ჩვენთან ურთიერთობით; აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციაც პირდაპირ აცხადებს, რომ მაისში აგზავნის დელეგაციას საქართველოში, რათა გადაიდგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით.
ეს ის რეალობაა, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით: ვინც დაგველაპარაკება, როგორც პარნიორ ქვეყანას, ჩვენც მათთან გვექნება მეგობრული დამოკიდებულება. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, სამწუხარო მოცემულობად რჩება ის, რომ მან არაერთი უსამართლო ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, თუ ამას გაისიგრძეგანებენ, საქართველო-უკრაინის ურთიერთობა კვლავ კონსტრუქციული და საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში გადავა . თუმცა, ფაქტია, ვერაფერი გაამართლებს იმ განცხადებებსა და ქმედებებს, რაც მოდიოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, საქართველოს მისამართით. ომის დაწყების დღიდან, საქართველო უკრაინის გვერდით იდგა, იქნებოდა ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ საერთაშორისო პლატფორმებზე 600-მდე რეზოლუციაში უკრაინის მხარდაჭერა.
ამის მიუხედავად, უკრაინის მხრიდან იყო მოწოდება, შეიცვალოს ხელისუფლება, გაათავისუფლონ სააკაშვილი, გაიხსნას მეორე ფრონტი - ძალიან მძიმე განცხადებები. ამას, რა თქმა უნდა, ვერ დაივიწყებ, მაგრამ მოცემულობაა, რომ ინიციატივა მოდის უკრაინისგან.
როგორც ჩანს, რაღაცები გადააფასეს და მიხვდნენ, რომ საქართველომ სწორი პოზიციონირებით ისეთი ადგილი დაიკავა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს უნდა საქართველოსთან პარტნიორობა. ვფიქრობ, ამიტომ წამოვიდა ზელენსკისგან ჟესტი, რომელიც ვნახეთ სამიტზე. რაც შეეხება ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, უნდა მოვითხოვოთ, უკრაინის მიერ დაფიქსირდეს, რომ მათი განცხადებები და ქმედებები იყო არასწორი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არც გვექნება უკრაინულ საზოგადოებასთან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1778161305
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან განვიხილეთ საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, თვის ბოლოს კიდევ ველოდებით დელეგაციას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმე...
1778161251
ახალი ამბებიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვისას ნია იმნაძე შეუძლოდ გახდა, ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ნია იმნაძე დაკითხვისას შეუძლოდ გახდა. ის სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაკითხვა აღარ გა...
1778160290
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში
ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და...
1778160130
ახალი ამბები„ბაიერნის“ 17 წლამდე გუნდში გოლი გაიტანა“ — გერმანული პრესა თორნიკე კვარაცხელიას შესახებ წერს
რამდენიმე დღის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, თორნიკე მიუნხენში გაფრინდა და „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბაიერნი 16 წლის მოთამაშის შეძენით სერიოზულად ინტერესდება,...
1778159437
ახალი ამბებიპროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე შსს-ს დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი დააკავა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გ...





























