შალვა პაპუაშვილი: სამართალდამცველებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, შესაძლოა, წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს „მოლოტოვის კოქტეილი“ არ მოხვედროდა, ესეც არ უნდა დავივიწყოთ

პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადაცდომები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

„საქართველოს ხელისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არის კანონის უზენაესობა. ასევე, მნიშვნელოვანი არის, რომ დაცული იქნეს კანონის უზენაესობის ნაწილი, პროკურატურამ ბრალი მხოლოდ მყარი მტკიცებულებების არსებობისას წაუყენოს. პროკურატურამ რა მომენტშიც ჩათვალა, რომ მას ჰქონდა შესაბამისი მყარი მტკიცებულებები კონკრეტული პირების მიმართ, არ დააყოვნა ბრალის წაყენება. ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დღეებში ცდილობდნენ საქართველოს დამხობას, ქვეყნის დამხობას. ვხედავდით ძალადობას პოლიციელების მიმართ, ვხედავდით პარლამენტის შენობის გადაწვის მცდელობას, ვხედავდით, ევროპის დროშით შეიარაღებულ რადიკალებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ როგორ ესროდნენ და ადამიანების ცოცხლად დაწვას ცდილობდნენ. ამ დროს ჩვენი პოლიციელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იყვნენ დიდი გამოწვევის წინაშე, რომ ეს ძალადობა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქტი არ შემდგარიყო. შესაბამისად, რეაქცია ჰქონოდათ და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელმაც 2024 წლის დეკემბერში დაიცვა ქვეყანა ქაოსისგან და ბნელ წარსულში დაბრუნებისგან, რომელსაც ასე უბიძგებენ გარედან.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს არანაირი გადაცდომები. ამ შემთხვევაში ვნახეთ რამდენიმე ფაქტი უფლებამოსილების გადამეტებისა და, შესაბამისად, გვქონდა ამაზეც რეაქცია. შესაძლოა, ამ ადამიანებმა, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული, იმ დღეებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, რომ ვინმეს „მოლოტოვის კოქტეილი“ არ მოხვედროდა, ვინმე ცოცხლად არ დამწვარიყო და არ გადამწვარიყო საქართველოს პარლამენტის შენობა. ასე რომ, ესეც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ადამიანები იქ იყვნენ იმისთვის, რომ ქვეყანა დაეცვათ. თუმცა გადაცდომებსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778313718

ახალი ამბები

პრემიერი: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას

ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერა...

ირაკლი კობახიძე

1778313642

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...

ზურაბ ქადაგიძე

1778313109

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას

ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1778313032

ახალი ამბები

პრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა

იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1778312959

ახალი ამბები

პრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში

სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...

ირაკლი კობახიძე