შალვა პაპუაშვილი: თარიღებზე დავა არის დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, დაგვავიწყონ, ვინ ვართ

9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის, ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ერმა ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.

„მინდა, ყველა ცოცხალ ვეტერანს მივულოცო ეს დღე. მინდა, სათანადო პატივი მივაგოთ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას. საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო ანტიფაშისტურ ერებს შორის. ეს არის ის წვლილი, რომელიც საქართველომ შეიტანა მშვიდობიანი სამყაროსთვის, რადგან ეს ომი ეხებოდა ყველას. ეს არის წვლილი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს შეჰქონდა უკეთესი მომავლისთვის. 9 მაისი გვახსენებს იმ დღეების მნიშვნელობას, რომლებიც ჩვენს იდენტობას ქმნის. ის ისტორიული მომენტები, რომლებიც ჩვენ, როგორც ერს, გვაკავშირებს ერთმანეთთან და ჩვენი საერთო მეხსიერებაა. ეს დღეები არ უნდა დავივიწყოთ და იყოს ყოველთვის ჩვენი და ჩვენი შვილების მეხსიერებაში.

მე მგონი, ყველა ხვდება, რომ თარიღებზე დავა არის სპეცსამსახურების მიერ დამუშავებული მეთოდი, რათა საზოგადოებაში განხეთქილება შემოიტანონ. 25 დეკემბერი, თუ 7 იანვარი, 8 მაისი, თუ 9 მაისი, 7 აგვისტო, თუ 8 აგვისტო - სასაცილო არის ასეთი მცდელობები, სურთ, გადაწერონ ჩვენი ისტორია, წაგვიშალონ და ახალი მეხსიერება ჩაწერონ ჩვენს გონებაში, დაგვავიწყონ, ვინ ვართ და რა არის ის თარიღები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. 9 მაისი არის ჩვენი გამარჯვების დღე და ეს აღინიშნება, როგორც ჩვენი გამარჯვების დღე. ქართველ ერს აქვს ყველაზე დიდი მსხვერპლი. თუ აიღებთ ევროკავშირის წევრებს და მათ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობას, გერმანიას თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ყველზე დიდი მსხვერპლი აქვს გაღებული. 300 000 ქართველი დაეცა ამ ომში. ეს არის სწორედ ჩვენი წვლილი, მათ შორის, თანამედროვე ევროპის განვითარებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778313642

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ბრიუსელი უკვე მიხვდა, რომ შუა დერეფანი სჭირდება რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, შუა დერეფანი კი წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველო-უკრაინის ურთიერთობას. ასევე, ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზეც, შუა დერეფნის კონტექსტში. ქადაგიძემ გან...

ზურაბ ქადაგიძე

1778313109

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას

ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები არის მედიის თავისუფლება, რასაც პირდაპირ უპირისპირდება როგორც ევროპული ბიუროკრატია, ისე საქართველოში მოქმედი აგენტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლ...

ირაკლი კობახიძე

1778313032

ახალი ამბები

პრემიერი: იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა

იყო გარედან დაფინანსებული კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის 4 მცდელობა, რომელიც აღკვეთეს სწორედ ამ ადამიანებმა, ძალოვანი სტრუქტურების, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1778312959

ახალი ამბები

პრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში

სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახა...

ირაკლი კობახიძე

1778312754

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ მაღალი პასუხისმგებლობით, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა და ეს ხელწერა ბოლომდე უნდა დავიცვათ, ამისათვის მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგირება და სწორედ ეს აჩვენა სახელმწიფომ

ჩვენთვის ერთგვარი ტვირთი იყო ის, რომ მართალია, იყო ძალადობრივი აქტები სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა არავინ იყო დაკავებული, მნიშვნელოვანია ნებისმიერ სამართალდარღვევაზე რეაგ...

ირაკლი კობახიძე