პარლამენტში ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს პარლამენტში, კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ, კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.
სიტყვით გამოსვლისას მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ეკატერინე გაბაშვილის განსაკუთრებულ ღვაწლზე ქართული ლიტერატურის, განათლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში. ისაუბრეს ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივ შემოქმედებაზე, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაზე, ქალთა უფლებებისა და განათლების ხელშეწყობის საქმეში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილზე.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გაბაშვილის აქამდე უცნობი წერილებისა და პუბლიკაციების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა. ასევე მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ეკატერინე გაბაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფის ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. საიუბილეო წლის ფარგლებში აღნიშნულ სკოლას ეკატერინე გაბაშვილის სახელი მიენიჭება.
ეკატერინე გაბაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, მწერალთა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ქალთა განათლებისა და უფლებების დაცვის მხარდამჭერი იყო.
საიუბილეო ღონისძიების მიზანი ეკატერინე გაბაშვილის მრავალმხრივი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მემკვიდრეობის წარმოჩენა და პოპულარიზაციაა.
1782407281
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ...
1782405508
ახალი ამბებითბილისში კაცი დაჭრეს
თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...
1782402853
ახალი ამბებიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...
1782399697
ახალი ამბებიპარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...
1782397623
ახალი ამბებილეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
„მთელი მსოფლიო გაერთიანდა, რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საქართველოში კი ამას სასაცილოდ ხდიან“, - ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე იუთუბერ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მ...































