საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის მოქალაქეებს ღირსების მედლები გადასცა

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადასცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორს ნიკოლოზ ოვჩარენკოს, ასევე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კანცლერს ლალი ხვედელიძეს, სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწეს, პირველი რანგის კაპიტანს მიხეილ ბაჯელიძეს და საზღვაო კინოდოკუმენტალისტს პაატა ტაბაღუას. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს გამართული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შედგა ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საზღვაო მიმოსვლის, საქართველოს სავაჭრო-სატრანზიტო როლისა და მეზღვაურების პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782408199

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს

„საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემა...

ირაკლი კობახიძე

1782407281

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ...

მარიამ ქვრივიშვილი

1782405508

ახალი ამბები

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...

ყვითელი ლენტი

1782402853

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...

დსფს

1782399697

ახალი ამბები

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 81 ხმით მხარი დაუჭირა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მ...

პარლამენტი