დავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა
„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში ევროკომისიის კვლევაზე.
ჩიხელიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.
ექსპერტი, ასევე, აღნიშნავს, რომ კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული და ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება.
„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკას აბათილებს, კიდევ ერთხელ ააშკარავებს მათ ორმაგ სტანდარტსა და სიყალბეს. ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა და საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მეხუთე ადგილზე გავიდა. რაც საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, ისტორიული შედეგია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს შედეგი იმ ფონზე, როდესაც ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის საქართველოს მთავრობის კრიტიკა სწორედ ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ხშირად იქმნება ისეთი სურათი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საზოგადოების ნდობას კარგავს, თითქოს მისი პოლიტიკა მხარდაჭერას ვერ პოულობს და თითქოს ქვეყანაში საზოგადოებრივი განწყობები მთლიანად ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული და ა.შ. მაგრამ ერთია არამართლზომიერი კრიტიკა და მეორეა ფაქტი, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობისადმი ნდობა გაიზარდა. ფაქტია, რომ საქართველო ამ მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ხუთეულშია. საქართველოს მთავრობამ პრაგმატული პოლიტიკის წარმოებით შეძლო ის, რომ მოსახლეობის ნდობა არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებამ რეალურად დაინახა იმ პოლიტიკის შედეგები, რომელსაც ხელისუფლება ატარებს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის ინტერესების დაცვა და გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. შეიძლება პირადი მიზნებიდან გამომდინარე ერთეულებს მთავრობის პოლიტიკა არ მოსწონდეს, მაგრამ აღნიშნული კვლევა ზუსტად ასახავს, ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულებას და განწყობებს, ევროპის საუკეთესო ხუთეულში ყოფნა არის მოცემულობა, რომლის იგნორირება შეუძლებელია. კვლევა ევროკომისიის მიერ არის ჩატარებული, რაც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ეს არა უბრალოდ ერთი რიგითი ანგარიშია, არამედ საერთაშორისო კვლევით დადასტურებული რეალობა! საქართველოს მთავრობის ნდობის ინდექსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ამის უარყოფას მხოლოდ ბრიყვი თუ შეეცდება“, - წერს ჩიხელიძე.
1790929498
ახალი ამბებიპატრიარქი შიო მესამე: თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები
„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლეს...
1790928409
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...
1790928264
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც
„თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა,...
1790927787
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს...
1790927359
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშ...































