მიხეილ სარჯველაძე - ექიმმა 85 წლის პაციენტი არ მიიღო, მიზეზი, თითქოს ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი, იმ წუთას ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში
„ბათუმთან დაკავშირებით, ვითარება არის დაახლოებით ასეთი: ივნისის დასაწყისში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გასწორება დასჭირდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური დაუკავშირდა კლინიკას, თუმცა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად, განაცხადა უარი.
იმ წუთს ბათუმის საავადმყოფოში ადგილები იყო საკმარისი, როგორც „ემერჯენსის“ განყოფილებაში, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში. ამის დასტურია ის, რომ როდესაც ჩავერიე მე პირადად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი, მხოლოდ ამის შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელი, იმავე დაწესებულებაში, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიეღოთ პაციენტი. ოღონდ ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, რადგან აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რა საკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადგილების არარსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პაციენტის მიღებაზე უარის თქმის მიზეზად კლინიკაში ადგილების დეფიციტის დასახელება საფუძველს მოკლებულია.
„ამ კონკრეტულმა თანამდებობის პირმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უარი განაცხადა პაციენტის მიღებაზე, მიზეზის დაუკონკრეტებლად. აბსოლუტურად უმნიშვნელოა იქ, როგორ გააფორმა ეს ყველაფერი, რა მიუთითა. აქ არის მთავარი მომენტი: პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე, როდესაც ექიმი აცხადებს უარს, აბსოლუტურად მიუღებელია და ამას, ბუნებრივია, ყოველთვის შევეწინააღმდეგებით.
ასე რომ, რა თქმა უნდა, ბატონი ჯუმბერისთვის გასაგები იყო, რომ მას მოუწევდა ამაზე პასუხისმგებლობის აღება. მიზეზად დღეს იმის დასახელება, თითქოსდა ადგილები არ იყო, არის აბსოლუტური ტყუილი“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.
„მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არავის ეს მისგან არ მოუთხოვია. მოთხოვნა დადგებოდა საკითხის შესწავლის შედეგად, თუკი გაირკვეოდა, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე. მან დაასწრო მოვლენებს და თვითონ გვითხრა, რომ აპირებდა წასულიყო სამსახურიდან სექტემბრის ბოლოს. ამიტომ, ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, ცოტა მოულოდნელი იყო ის მოვლენების განვითარება, რომელიც გუშინ ვიხილეთ,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1790929602
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროკავშირის კვლევა იმ რეალობას აჩვენებს, რომლის დამალვასაც დასავლეთი, საქართველოს მთავრობის მიმართ პოლიტიკური კრიტიკით ცდილობს, 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობამ 54.1% შეადგინა
„საქართველოს მთავრობის პროგრესს და მოსახლეობაში ნდობის ზრდას თავად ევროკომისია აღიარებს, ეს არის ფაქტი, რომელიც იმავე ევროკომისიის/დასავლეთის მხრიდან საქართველოს მთავრობის მიმართ დაუმსახურებელ კრიტიკა...
1790929498
ახალი ამბებიპატრიარქი შიო მესამე: თანამედროვეობა ახალი სირთულეების წინაშე გვაყენებს, ათასგვარი საცდური ცდილობს ჩაანაცვლოს ზნეობრივი ფასეულობები
„გილოცავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს. მივესალმები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამობრძანებულ სასულიერო პირებს, საპარლამენტო დელეგაციების ევროპის ქრისტიანული ეკლეს...
1790928409
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით საქართველომ გააკეთა არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი კულტურა, მსოფლმხედველობა, სამართლებრივი აზროვნება
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ეძღვნება“, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შ...
1790928264
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რწმენისა და საზოგადოების კატეგორიული გამიჯვნა ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ წარსულზე, არამედ დღევანდელობის მორალურ და ეთიკურ საფუძვლებზეც
„თანამედროვე ევროპული სახელმწიფო სეკულარულია, მაგრამ ევროპის ისტორია და მისი ღირებულებების სრულად გააზრება ქრისტიანული მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია. ადამიანის ღირსება, პიროვნების პასუხისმგებლობა,...
1790927787
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს...































