პენიტენციური სამსახური: მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ბრალდებული ევა შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბრალდებულ ევა შაშიაშვილის მდგომარეობას N5 პენიტენციურ დაწესებულებაში.
სამსახურის ცნობით, გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ბრალდებული ევა შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, სიცრუეა.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თითოეული პირი იმყოფება ისეთ პირობებში რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან.
„მათ მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, ბრალდებული ევა შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, მას არ აქვს ფეხსაცმელი, შარვლის სარტყელად კი იყენებს პოლიეთილენის პარკს და არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალება. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა დანარჩენი პენიტენციური დაწესებულების მსგავსად, თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია შხაპის მიღების შესაძლებლობით.
ბრალდებულ ევა შაშიაშვილის საცხოვრებელ საკანში არის ინდივიდუალური საშხაპე, მას, მისი სურვილის შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავად მიიღოს შხაპი, ბრალდებულზე მიმდინარეობს 24-საათიანი ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად არ აქვს ქამრით სარგებლობის უფლება, ხოლო პოლიეთილენის პარკი, რომელზეც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, ევა შაშიაშვილს საკანში საერთოდ არ აქვს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ტანსაცმლის ან/და ფეხსაცმლის მიწოდების მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, ასევე დაწესებულების მხრიდან არ ყოფილა საჭიროდ მიჩნეული მისთვის დამატებით ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეთავაზება,ბრალდებული უფლებამოსილია ამანათის სახით შეუფერხებლად მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული, მისთვის სასურველი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ ევა შაშიაშვილის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მეთვალყურეობის შედეგად არსებული ჩანაწერის დაარქივებასა და გასაჯაროებას.
ბრალდებული ევა შაშიაშვილი N5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ჰიგიენური საშუალებით, ბრალდებულის მოთხოვნის შემთხვევაში დაწესებულება მას დამატებით უზრუნველყოფს სეზონის შესაფერისი ტანსაცმლით/ფეხსაცმლით.
სპეციალური პენიტენციური სამსახური დამატებით კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თითოეული პირი იმყოფება ისეთ პირობებში რომელიც სრულ შესაბამისობაშია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან და არ არის პატივისა და ღირსების რაიმე სახით შემლახველი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური უმკაცრესად მოუწოდებს პოლიტიკურად დაინტერესებულ ტელეკომპანიებსა და საინფორმაციო საშუალებებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მსგავსი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1760422495
ახალი ამბებითაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი სასაცილოა, ყველა რომ ჩაირეცხოს და ეს დარჩეს ოპოზიციაში, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს
„კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკა...
1760422423
ახალი ამბებითამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე: ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით
„ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა - სხვა მუხლით. ჩერგოლეი...
1760420478
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო...
1760418261
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს აბეზღებს, ეშინიათ და ახლა ყველა ერთმანეთს ემიჯნება
ეს იყო კარგად ორგანიზებული მთავრობის დამხობის გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის მო...
1760388867
ახალი ამბებირუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოდებაძის ქუჩაზე, იქ, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სატვირთო ავტომობილი 60 წლამდე კაცს დაეჯახა. ადგილზე სა...