არჩილ გორდულაძე: 300 დღეზე მეტია რამდენიმე ასეული ადამიანი ძალადობს მილიონზე მეტ მოქალაქეზე - ახალი ცვლილებებით, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება გამოყენებული, თუ მანიფესტაციის კანონის ნორმები დაირღვევა

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობის პრევენციას.
„უკვე 300 დღეზე მეტია რამდენიმე ასეული ადამიანი ძალადობს თბილისის მილიონზე მეტ მცხოვრებზე. შესაბამისად, ახალი ცვლილებებით პირდაპირ იქნება ჩაწერილი, რომ პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობა იქნება გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის კონკრეტული ნორმები დაირღვევა, ხოლო განმეორების შემთხვევაში, უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გაბედავენ, რომ იმის შეფუთვით, რომ ვითომ სამშობლო ძალიან უყვართ და რეალურად გარედან მიღებული შეკვეთების აღმასრულებლები არიან, დაარღვიონ კანონი და იძალადონ მილიონზე მეტ ადამიანზე. იმისთვის, რომ კანონი იყოს ეფექტური და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე ვერავინ გაბედოს ვერც თავდასხმა, ვერც შეურაცხყოფის მიყენება და მათი კანონიერი მოთხოვნებიც იყოს ყველა შემთხვევაში გათვალისწინებული, დამრღვევებს ექნებათ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებები იგეგმება. თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე სახეს ნიღბით დაიფარავს, ექნება ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერება, ასევე, გზას გადაკეტავს და დროებით კონსტრუქციას მოაწყობს და ეს პირველი შემთხვევა იქნება, 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება. ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - ადმინისტრაციული პატიმრობა ამ შემთხვევაში 20 დღემდეა.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ მოქალაქეს, რომელიც მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცველს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
1760436464
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში
გასული 4 წლის განმავლობაში და უკვე მე-5 წელია საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1760434135
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, სიყვარულმა უნდა გაიმარჯვოს სიძულვილზე
„მსოფლიოში არის უამრავი გამოწვევა, ეს გვერდს ვერ უქცევს ვერც ჩვენს ქვეყანას, ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაძლიეროთ ქვეყანა და ვიზრუნოთ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვოს სიძულვილზე“, - ამის...
1760433029
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე, შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და კანონი მათ არ შეეხება - აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, ადმინისტრაციულ და სის...
1760429566
ახალი ამბებინინო წილოსანი: ის ფაქტი, რომ „ნაცმოძრაობის“ დაორგანიზებული იყო ეს ძალადობრივი აქცია, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამ დანაშაულებრივი პარტიის თითოეული წევრის როლს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში
„ის ფაქტი, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ დაორგანიზებული იყო ეს ძალადობრივი აქცია, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამ დანაშაულებრივი პარტიის თითოეული წევრის როლს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, - გან...
1760427493
ახალი ამბებისვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს
დღეს სვეტიცხოვლობაა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართის დღესასწაულს ზეიმობს. ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სინოდის წევრებთან და სხვა...