პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 9 პირი.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1982 წელს დაბადებული კ.ა.; 1993 წელს დაბადებული კ.ა.; 1995 წელს დაბადებული ზ.ბ.; 1995 წელს დაბადებული ნ.ხ.; 1968 წელს დაბადებული თ.ქ.; 1957 წელს დაბადებული რ.ფ. და 1988 წელს დაბადებული მ.ქ.; ასევე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული ზ.ც. და 1949 წელს დაბადებული რ.ა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს - სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის რევოლვერები, პისტოლეტები, მჭიდები, 2 ხელყუმბარა და 238 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760425579

ახალი ამბები

გლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია

2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი...

ზოგადი

1760423636

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დაკავება

1760422495

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი სასაცილოა, ყველა რომ ჩაირეცხოს და ეს დარჩეს ოპოზიციაში, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს

„კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკა...

თაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი

1760422423

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე: ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით

„ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა - სხვა მუხლით. ჩერგოლეი...

ჟურნალისტი

1760420478

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო...

პრეზიდენტი