თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე: ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით

„ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა - სხვა მუხლით.
ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებს უფრო მსუბუქი მუხლით დააკავებდა, ვინაიდან, დამხობის სცენარი არ არსებობს და „დროშაში გაბუდნული იდიოტები ხალხს აბოლებდნენ”.
„რასაკვირველია, დავაკავებდი, ოღონდ თუ დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობს და არ არსებობს დამხობის სცენარი, სხვა მუხლით, გაცილებით მსუბუქი მუხლით. უნდა ჩავხედო [კანონს], უპასუხისმგებლო ხომ არ ვარ, რომ ვიდგე და ვარახუნო რაღაცები ამ ყველაფერზე, მაგრამ, სხვა მუხლი - არ ვიცი, შენობის, ჭიშკრის, სახელმწიფო ქონების დაზიანება მაგალითად ან რაღაც ასეთი და არა დამხობა იმიტომ, რომ არ არსებობს ხალხო დამხობა, არ არსებობს. სრული აფერა იყო.
დროშაში „გაბუდნული” იდიოტები, სრული იდიოტები, დადიოდნენ და ხალხს „აბოლებდნენ”. თან მთავარი პრობლემა რა იყო? - მე „მკიდია” მაგათი წნეხი, მაგრამ, რას აკეთებდნენ, იცი? კითხვის დასმას კრძალავდნენ, ანუ „ქოცად” გნათლავდნენ და მერე, ფეისბუქ ტროლ-ბოტობა რომ ჰყავთ, ერთი კაცი რომ შვიდ პროფილთან ზის და ხალხს აბულინგებს, სიმრავლის განცდა რომ იყოს - სად იყო იქ ხალხი, პაატა მანჯგალაძეს, ირაკლი ნადირაძეს რომ აკავებდნენ?!
ელენე ხოშტარია რომ გაემიჯნა, რომელიც პირველი იყო, ვინც ამბავი ატეხა, პრინციპში, პირველი ბოკუჩავა იყო, მერე იყო ელენე - უბრალოდ, ნახეთ ელენეს 30 ივლისის პოსტი, ბანდერლოგები შეესივნენ ჩვეულებრივად, არ ვიცი, რამდენი კომენტარია და სრულიად დელიკატურად დაწერილ პოსტზე რა ქნეს. და ეს აფერისტები გეტყვიან, შენ მლანძღავ, უხეშად მელაპარაკები და ვერ ვიგებ. ელენე ხომ გფხანდათ ფაშვს”, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე”.
1760425579
ახალი ამბებიგლობალური შიმშილის ინდექსით საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა კი ევროპის უკანასკნელ სამეულშია
2025 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით საქართველო საუკეთესო ოცდახუთ ქვეყანას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი...
1760423818
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის...
1760423636
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...
1760422495
ახალი ამბებითაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი სასაცილოა, ყველა რომ ჩაირეცხოს და ეს დარჩეს ოპოზიციაში, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს
„კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკა...
1760420478
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო...