სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1962 წელს დაბადებული ბ.დ., 1968 წელს დაბადებული ზ.ა., ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1996 წელს დაბადებული ე.ც. და 1997 წელს
დაბადებულ მ.მ.


დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: 74 შეკვრად დაფასოებული „ამფეტამინი“, „მეთადონი“ და „მარიხუანა“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები, პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები და ელექტრო სასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ასევე, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760423818

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოების, ასევე, თბილისის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის...

დაკავება, პოლიცია

1760422495

ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი სასაცილოა, ყველა რომ ჩაირეცხოს და ეს დარჩეს ოპოზიციაში, თავი აქვს მოსაკლავი საქართველოს

„კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე” „ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ოპოზიციის ჩარეცხვასთან დაკა...

თაკო ჩარკვიანი: ჩერგოლეიშვილი

1760422423

ახალი ამბები

თამარ ჩერგოლეიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეებზე: ამ ხალხს, რასაკვირველია დავაკავებდი, მაგრამ სხვა მუხლით

„ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა - სხვა მუხლით. ჩერგოლეი...

ჟურნალისტი

1760420478

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო...

პრეზიდენტი

1760419295

ახალი ამბები

პენიტენციური სამსახური: მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ბრალდებული ევა შაშიაშვილი იმყოფება არაადამიანურ პირობებში, სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბრალდებულ ევა შაშიაშვილის მდგომარეობას N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. სამსახურის ცნობით, გავრც...

სპეციალური პენიტენციური სამსახური