პოლიციამ ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულებისთვის ნასამართლევი სამი პირი: 1983 წელს დაბადებული ი.დ., 1983 წელს დაბადებული ო.ჯ. და 1984 წელს დაბადებული ხ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაულები 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულის სახით დაკავებულმა ი.დ. - მ და ო.ჯ. - მ მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილს: 1982 წელს დაბადებულ მ.ფ.-ს და 2005 წელს დაბადებულ გ.ფ.- ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს. ხოლო ხ.ა. ამავე დაპირისპირებისას, დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761289403

ახალი ამბები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამა...

ირაკლი ღარიბაშვილი

1761289228

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 2 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995...

შსს

1761287850

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგ...

დაკავება, პოლიცია

1761286718

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე: ძალიან სამწუხაროა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. „ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან აქ სა...

ლევან მაჭავარიანი

1761284434

საზოგადოება

ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ საკითხზე პ...

 ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატ