სამართალდამცველებმა 2 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. 14 წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისთვის წინასწარი შეცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველი გერის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე დადგენილია, რომ ლ.ხ-მ გარყვნილი ქმედება განახორციელა სტუმრად მყოფი, 14 წლის ასაკს მიუღწეველი ნათესავის მიმართაც.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ლ.ხ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, სადაც ლ.ხ. მის მიერ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს ინახავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლის მეორე ნაწილით და 11 პრიმა 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761289403

ახალი ამბები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა

პროკურატურამ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 22 ოქტომბერს გამა...

ირაკლი ღარიბაშვილი

1761288555

ახალი ამბები

პოლიციამ ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრ...

დაკავება, პოლიცია

1761287850

ახალი ამბები

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგ...

დაკავება, პოლიცია

1761286718

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე: ძალიან სამწუხაროა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. „ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან აქ სა...

ლევან მაჭავარიანი

1761284434

საზოგადოება

ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ საკითხზე პ...

 ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატ