პოლიტ-ეკონომისტი რევაზ კარანაძე: აშშ ვენესუელაში შეჭრისთვის ემზადება: გვახსოვდეს, რომ ამერიკული იმპერიალიზმი დაფუძნებულია იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაძარცვაზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ იმპერიას
აშშ ვენესუელაში შეჭრისთვის ემზადება: გვახსოვდეს, რომ ამერიკული იმპერიალიზმი დაფუძნებულია იმ დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაძარცვაზე, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ იმპერიასა, როგორც ეს მოხდა ნატოს მიერ ლიბიის განადგურების, გაძარცვისა და მუამარ კადაფის მკვლელობისას, - წერს სოციალურ ქსელში პოლიტ-ეკონომისტი რევაზ კარანაძე.
როგორც ის აღნიშნავს, ამერიკული იმპერიალიზმი იმ ქვეყნების ძარცვაზე დგას, რომლებიც მას წინააღმდეგობას უწევენ.
„2015 წლის დეკემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ჰილარი კლინტონის ათასობით პირადი იმეილი. მათ შორის ერთ-ერთში (2 აპრილი, 2011წ,) მისი მრჩეველი სიდნი ბლუმენტალი გადმოსცემდა ფრანგული დაზვერვის აღმოჩენას ნატოს ომის წინ: „კადაფის მთავრობის ხელშია 143 ტონაზე მეტი ოქრო, რომელიც განკუთვნილია პანაფრიკული ვალუტის შესაქმნელად, ლიბიური ოქროს დინარის საფუძველზე, როგორც ალტერნატივა ფრანგულ CFA ფრანკს.“ იმავე ჩანაწერში აღნიშნული იყო, რომ ეს გეგმა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთმა ლიბიის წინააღმდეგ შეტევა დაიწყო არა „ჰუმანიტარული ჩარევის“ გამო, არამედ იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა კონტროლი ნავთობზე, ფულსა და აფრიკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაზე.
იმეილში ჩამოთვლილი იყო საფრანგეთის მოტივები:
1. ლიბიის ნავთობის უფრო დიდი წილის დასაკუთრება!
2. საფრანგეთის გავლენის განმტკიცება ჩრდილოეთ აფრიკაში!
3. კადაფის მიერ აფრიკის ერთიანი ვალუტის შექმნის შეჩერება!
ლიბიის განადგურება მხოლოდ რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა, რადგან ეს იყო აფრიკის დასავლური კოლონიალიზმისგან გათავისუფლებისა და სუვერენიტეტის ოცნების ჩახშობა“, - წერს რევაზ კარანაძე.
1761289228
ახალი ამბებისამართალდამცველებმა 2 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი და სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995...
1761288555
ახალი ამბებიპოლიციამ ბათუმში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრ...
1761287850
ახალი ამბებიმცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგ...
1761286718
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეზე: ძალიან სამწუხაროა, რადგან საუბარია ადამიანებზე, რომლებიც პარტიის ლიდერები იყვნენ. სანამ გამოძიება არ დასრულდება, პოლიტიკურ შეფასებაში არ შევალ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გამოეხმაურა. „ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან აქ სა...
1761284434
საზოგადოებაისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, ისტორიაში პირველად, საქართველო ქართული ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ საკითხზე პ...




























