პოლიციამ თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, ნ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763152152

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი პირდაპირ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ურტყამენ

მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა...

ნინო წილოსანი

1763149665

მსოფლიო

მატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კორუფცია გააღვივოს

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევამ შესაძლოა, „კორუფცია გააღვივოს“, რასაც თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო არ დაეთანხმა. ამის შესახებ Reuter...

მატეო სალვინი

1763146610

საზოგადოება

ვილი სანიოლი: სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყებ...

ვილი სანიოლი

1763144128

სპორტი

15 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება

ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ კანადის ნაკრებს უმასპინძლებს. გუნდმა დღეს კანადასთან თამაშამდე კაპიტნის ვარჯიში გამართა. მატჩი 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. 

მორაგბეთა ნაკრები

1763140939

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია - ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი...

პოლიტიკოსი