საფეხბურთო მატჩის გამო დღეს „დინამო არენას“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

 საქართველო-ესპანეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„შეზღუდვა იმოქმედებს 10:00 საათიდან 00:00 საათამდე, რა დროსაც, მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დავით ყიფიანის, სლავა მეტრეველის ქუჩებზე, ასევე, აკაკი წერეთლის გამზირზე.

გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნულ პერიოდში, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. კერძოდ, ავტობუსები: N384, N386, N311, N320, N315, N327, N306, N308 და N381 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას განაგრძობენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის, გიორგი მიროტაძის ქუჩის, პეკინის გამზირის გავლით და კვლავ, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის საშუალებით, გმირთა მოედანს დაუკავშირდებიან. გმირთა მოედნიდან N320, N327, N386, N381, N315 და N384 ავტობუსები მგზავრებს დადგენილი მარშრუტით, თამარ მეფის გამზირის გავლით მოემსახურება, ხოლო N306, N308 და N311არსებული სქემით, ვარაზისხევის საშუალებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს: N541, N551, N536 და N431 წერეთლის გამზირიდან იმოძრავებენ ქუთაისის ქუჩის მიმართულებით და დაუკავშირდებიან სააკაძის მოედანს, საიდანაცN541 გიორგი მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება კონსტანტინე გამსახურდიას გამზირს და გმირთა მოედნიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. N551გიორგი მიროტაძის ქუჩიდან დაუკავშირდება პეკინის გამზირს და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N536 გიორგი მიროტაძის ქუჩით დაუკავშირდება გამსახურდიას გამზირს, რის შემდეგაც, გმირთა მოედნიდან გადაადგილდება თამარ მეფის გამზირზე და იმოძრავებს დადგენილი სქემით; N431 სააკაძის მოედნიდან შარტავას ქუჩაზე გადაადგილდება, საიდანაც გამოიყენებს უკვე დადგენილ მარშრუტს.

აღნიშნული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკუმიმართულებისას წერეთლის გამზირს ანალოგიური გზებით დაუკავშირდება.

მიკროავტობუსი N476 ჟიული შარტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისა და გიორგი მიროტაძის ქუჩის გავლით, პეკინისა და კონსტანტინე გამსახურდიას გამზირებს დაუკავშირდება, ხოლო თამარ მეფის გამზირიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს; N504მოძრაობას დაასრულებს მეტროსადგურ „წერეთელთან“, ხოლო N538 სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით, დაუკავშირდება გენერალ კვინიტაძის ქუჩას, თამარ მეფის გამზირს და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით.

უკუმიმართულებისას, N538 თამარ მეფის გამზირიდან დაუკავშირდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს და მეტროსადგურ „დიდუბისკენ“ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763152152

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ვეღარ განასხვავებ ადამიანებს, ვინც თავს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი პირდაპირ მოქალაქეებს და სახელმწიფოს ურტყამენ

მე პირადად, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არასწორი აგენტურული მოძრაობა გარედან იმართება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა...

ნინო წილოსანი

1763149665

მსოფლიო

მატეო სალვინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ შესაძლოა კორუფცია გააღვივოს

იტალიის ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევამ შესაძლოა, „კორუფცია გააღვივოს“, რასაც თავდაცვის მინისტრი გვიდო კროზეტო არ დაეთანხმა. ამის შესახებ Reuter...

მატეო სალვინი

1763146610

საზოგადოება

ვილი სანიოლი: სექტემბრისა და ოქტომბრის შეკრებისგან განსხვავებით, ახლა გუნდში გაცილებით კარგი განწყობაა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. 15 ნოემბერს „ჯვაროსნები“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებენ – შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყებ...

ვილი სანიოლი

1763144128

სპორტი

15 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კანადის ნაკრებს დაუპირისპირდება

ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ კანადის ნაკრებს უმასპინძლებს. გუნდმა დღეს კანადასთან თამაშამდე კაპიტნის ვარჯიში გამართა. მატჩი 15 ნოემბერს, 16:00 საათზე დაიწყება. 

მორაგბეთა ნაკრები

1763140939

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი პეტერ ფიშერზე: იმ საკითხის განხილვა, რომ შეიძლება ელჩი გაძევებული იყოს, არარელევანტურია - ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ეს არის ერთადერთი სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მედიასთან აცხადებს, რომ პეტერ ფიშერის ქვეყნიდან გაძევება დაუშვებელია. როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ქართული მხარე გერმანიასთან ცალმხრივი...

პოლიტიკოსი