დავით ჩიხელიძე მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტზე: მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტს ეხმიანება.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მთავრობის სწორი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ნაწილია.

„კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი ჩინეთში. საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სიუესიანგს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, შუა დერეფნის განვითარებას, ავიაციის სფეროში თანამშრომლობას, ინვესტიციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. დღეს ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ასეთ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის განვითარება საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მთავრობის სწორი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ნაწილია, რომ საქართველო არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ ბაზარზე, ან ერთ ეკონომიკურ მიმართულებაზე, გააფართოოს პარტნიორების წრე და გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომლებიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

როგორც სოციალურ ქსელში ექსპერტი წერს, ჩინეთი საქართველოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ბაზარია, თავის მხრივ კი, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის ქვეყანაა, რომელიც შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და ჩინურ ბიზნესს ევროპასთან აკავშირებს.

„ეს არის ორმხრივი ინტერესი, რომელიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგები: გაიზარდა ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა, გაიზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა, დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, გაიზარდა ტვირთების ნაკადი და სხვა.

მარიამ ქვრივიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული ვიზიტი ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ჩინეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად, ახალი ბაზრების ასათვისებლად და ქვეყნის სატრანზიტო და ეკონომიკური პოტენციალის გამოსაყენებლად. ჩინეთთან ურთიერთობა გვაჩვენებს, რას ნიშნავს რეალური სტრატეგიული პარტნიორობა, პარტნიორობა, რომელიც კონკრეტულ შედეგებში აისახება. მთავრობის თანმიმდევრული და სწორი მუშაობის შედეგად, საქართველოს ხმა დღეს უფრო ძლიერად ისმის საერთაშორისო ასპარეზზე. ქვეყანა თანდათან არა მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის მოთამაშედ ყალიბდება, არამედ გლობალურ ეკონომიკურ და სატრანსპორტო პროცესებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საქართველოს როლი კიდევ უფრო გაიზრდება მაშინ, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ამოქმედდება და ქვეყანა საკუთარ შესაძლებლობებს საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებში სრულად გამოიყენებს“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793887136

ახალი ამბები

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1793887079

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...

მარიამ ლაშხი

1793884988

ახალი ამბები

ზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ

„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...

ზურაბ ჩიკვილაძე

1793884010

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5955 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5958 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1793883422

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

„ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით“, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის...

შალვა პაპუაშვილი