გია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის. ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჩინეთის ვიცე-პრემიერს ტინგ სიუესიანგს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხები განიხილა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა იყო. სავაჭრო ურთიერთობების ზრდა ამ ინტერესის საფუძველს ნამდვილად იძლევა: 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში - 41%-ით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ქართველი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვისაც მეტ შესაძლებლობად იქცეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანსაც, რომლის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და რკინიგზის მოდერნიზაცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტებია. ასევე, სასიხარულოა პირდაპირი ფრენების განვითარება, რაც ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვას და ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს. მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებში ქართული ბიზნესის, პროდუქციისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინ წამოწევა გრძელდება“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793889354

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე პაველ ჰერჩინსკის: შენი პატრონები ქართული ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას გვთხოვდნენ! ხომ გახსოვს, შენი მარჩენალები პატარა, ეროვნებით ქართველი ბავშვისთვის სქესის გადაკეთებას რომ ითხოვდნენ?

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის მიმართავს. „რადგან პავლიკა გააქტიურდა, შევახსენებ, რას გ...

დიმიტრი სამხარაძე

1793887653

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი სააკაშვილია

„ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია ალიანსიდან გარიცხულია, ისინი ვერ შერიგდებიან, რადგან პრობლემის მთავარი ავტორი მიხეილ სააკაშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გა...

გიორგი ვოლსკი

1793887136

ახალი ამბები

სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქეები 500-500 ლარით დაჯარიმდნენ

საგარეჯოს რაიონულმა სასამართლომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. მოსამართლემ გიორგი ლოლაძე სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარი ჯარიმა დააკის...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

1793887079

ახალი ამბები

მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა. შ...

მარიამ ლაშხი

1793884988

ახალი ამბები

ზურაბ ჩიკვილაძე: ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან - დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ

„ბევრი შეზღუდვა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას ბოლშევიკებისგან. დიდი ბრძოლის შედეგად, ამ „ვაის“ თავი დავაღწიეთ, დღეს კი ევროპელი ფუნქციონერები არანაკლებ სიბოროტეს ჩადიან ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - წერს საკრებულო...

ზურაბ ჩიკვილაძე