პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი წარსულში ნასამართლევი პირია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით 80 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები“, - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
1779166957
ახალი ამბებიმახაშვილი სიძულვილის ენის მონიტორინგზე: ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში დიალოგის კულტურას ხელი შევუწყოთ
ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ხელი შევუწყოთ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე დიალოგის კულტურას საზოგადოებაში, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხა...
1779165826
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +15 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...
1779136955
მსოფლიოლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატოს აქვს საშუალებები, რომ კალინინგრადში რუსული ბაზები მიწასთან გაასწოროს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატო შეძლებს კალინინგრადში რუსული ბაზების სრულად განადგურებას. ამის შესახებ მან შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან...
1779136214
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, ირანზე 19 მაისს დაგეგმილი თავდასხმა გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ირანზე მასშტაბური თავდასხმა, რომელიც, მისი თქმით, 19 მაისს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა დაარწმუნეს, რომ თეი...
1779133511
მსოფლიოტუსკი: ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ ამჟამინდელი რთული პერიოდი უნდა გადალახოს
ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ ამჟამინდელი რთული პერიოდი უნდა გადალახოს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და ხაზი გაუსვა ვარშავასა და ვაშინგტონს შორის კავშირების მნიშვნელობას მას შე...































