ტრამპი აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, ირანზე 19 მაისს დაგეგმილი თავდასხმა გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ირანზე მასშტაბური თავდასხმა, რომელიც, მისი თქმით, 19 მაისს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა დაარწმუნეს, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.

„კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, გადავადებულიყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო თავდასხმა, რომელიც ხვალ იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების, აზრით, შეთანხმება მიღწეული იქნება, რომელიც ძალიან მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის.

ეს შეთანხმება, რაც მთავარია, ირანისთვის ბირთვული იარაღის არარსებობას მოიცავს! ზემოხსენებული ლიდერების მიმართ ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ჩვენ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე დავავალე მათ, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის დაუყოვნებლივ, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779122674

ახალი ამბები

ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა

პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა. რაქვიაშვილმა ჟურნალისტ...

ალექსანდრე რაქვიაშვილი

1779122609

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი,...

მიხეილ ყაველაშვილ

1779122258

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდ...

საქართველოს პრეზიდენტი

1779120037

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება

ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წ...

მაკა ბოჭორიშვილ

1779118906

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს

„აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლ...

მარიამ ქვრივიშვილი