ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატოს აქვს საშუალებები, რომ კალინინგრადში რუსული ბაზები მიწასთან გაასწოროს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატო შეძლებს კალინინგრადში რუსული ბაზების სრულად განადგურებას. ამის შესახებ მან შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკავშირის წინაშე არსებულ საფრთხეებზე საუბრისას ჟურნალისტებმა რუსული ანკლავი - კალინინგრადის ოლქი - ახსენეს. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომლის ქვეყანაც რუსეთის ამ ტერიტორიას ესაზღვრება, განაცხადა, რომ ნატომ უნდა აჩვენოს თავისი მტკიცე გადაწყვეტილება, შეაჩეროს იქიდან მომდინარე რუსული საფრთხე.
„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რუსებს, რომ შეგვიძლია, გავარღვიოთ მათი პატარა ციხესიმაგრე, რომელიც კალინინგრადში ააშენეს. ნატოს აქვს საშუალებები, საჭიროების შემთხვევაში, მიწასთან გაასწოროს იქ არსებული რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზები და სარაკეტო ბაზები“, - აღნიშნა მან.
ამავდროულად, ბუდრისმა აღიარა, რომ ლიეტუვას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
„რუსული და უკრაინული დრონები რეგულარულად იჭრებიან ჩვენს საჰაერო სივრცეში. ასევე, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ზოგჯერ ლიეტუვის თავზე გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავენ. როდესაც ეს ხდება, საზოგადოებაში იზრდება შეშფოთება, რომ ლიეტუვის თავდაცვაში საკმარის ინვესტიციას არ ვახორციელებთ“, - განაცხადა დიპლომატმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო ყველაზე ძლიერი ორგანიზაციაა, რაც კი ოდესმე შექმნილა.
„სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის, ასევე, სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით, ის შეუდარებელია. მოკავშირეებს შორის ნდობა შეკავების საფუძველია. მე-5 მუხლში ეჭვი რომც შეგვეპაროს, რატომ უნდა დაიჯეროს ჩვენმა მოწინააღმდეგემ ეს? დახმარების გაწევის ვალდებულებასთან დაკავშირებით ეჭვი არ მეპარება“, - დასძინა ბუდრისმა.
1779122674
ახალი ამბებიალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებზე: არცერთ აქციაზე 100 000 კაცი არ გამოსულა
პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში 26 მაისს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციასა და 9 პარტიისგან შემდგარი პოლიტიკური ალიანსის სტრატეგიაზე ისაუბრა. რაქვიაშვილმა ჟურნალისტ...
1779122609
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი,...
1779122258
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, გარდ...
1779120037
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბაქოში გაფორმებული შეთანხმებები ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება
ბაქოში გამართულ მსოფლიო ურბანულ ფორუმში საქართველოს დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო მონაწილეობა, რაც ქვეყნის ურბანული განვითარების ხედვებისა და რეგიონული მნიშვნელობის კიდევ ერთხელ წ...
1779118906
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: აზერბაიჯანთან წარმატებით დავასრულეთ რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები და გავაფორმეთ ისტორიული შეთანხმება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე, რომელიც, მათ შორის, გაზის სექტორში 20-წლიან ხელშეკრულებას გულისხმობს
„აზერბაიჯანთან გავაფორმეთ უმნიშვნელოვანესი შეთანხმებების პაკეტი, რომელიც გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ახალ ეტაპზე გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლ...































