შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტში მოხსენება გააკეთა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტი (CFAU) პეკინში მდებარე საჯარო უნივერსიტეტია, რომელიც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის აფილირებული და ცნობილია როგორც „ჩინელი დიპლომატების აკვანი“. უნივერსიტეტი ამზადებს პროფესიონალებს დიპლომატიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის სფეროებში.
შალვა პაპუაშვილმა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა ჩინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტის მნიშვნელობასა და საქართველო-ჩინეთს შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობას.
მისი თქმით, მსოფლიოში ტრანსფორმაციული პროცესები მიმდინარეობს და არსებულ ტურბულენტურ გარემოში, საქართველო მშვიდობისა და განვითარების კუნძულია.
შალვა პაპუაშვილმა, აგრეთვე, ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევაზე, რომელიც ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული.
პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და დაკავშირებადობის მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.
შეხვედრა შედგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველო-ჩინეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.
1779136955
მსოფლიოლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: ნატოს აქვს საშუალებები, რომ კალინინგრადში რუსული ბაზები მიწასთან გაასწოროს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატო შეძლებს კალინინგრადში რუსული ბაზების სრულად განადგურებას. ამის შესახებ მან შვეიცარიულ გამოცემა NZZ-თან...
1779136214
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, ირანზე 19 მაისს დაგეგმილი თავდასხმა გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ირანზე მასშტაბური თავდასხმა, რომელიც, მისი თქმით, 19 მაისს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა დაარწმუნეს, რომ თეი...
1779133511
მსოფლიოტუსკი: ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ ამჟამინდელი რთული პერიოდი უნდა გადალახოს
ტრანსატლანტიკურმა ერთიანობამ ამჟამინდელი რთული პერიოდი უნდა გადალახოს, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და ხაზი გაუსვა ვარშავასა და ვაშინგტონს შორის კავშირების მნიშვნელობას მას შე...
1779131090
ახალი ამბებისკოტ ბესენტი: აშშ გასცემს 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გასცემს დროებით, 30-დღიან გენერალურ ლიცენზიას, რათა ყველაზე მოწყვლად ქვეყნებს მისცეს შესაძლებლობა, დროებით მიიღონ წვდომა რუსულ ნავთობზე, რომელიც ამჟამად ზღვაშია ბლოკირებული...
1779129466
ახალი ამბებიზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა: მიმდინარე წლის 18 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბაზისო პროგრამა - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“
მიმდინარე წლის 18 მაისიდან 1-ელი ივნისის ჩათვლით საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საბაზისო პროგრამა - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“. ინფორმა...































