პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე: იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან
იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, ეს სპეცოპერაცია ვერ შედგა.
„რეალურად, ეს იყო კოორდინირებული სპეცოპერაცია. აქედან გამომდინარე, არავის უკვირს ეს გამოხმაურებები. რა თქმა უნდა, ეს არის კოორდინირებული სპეცოპერაციის შემადგენელი ნაწილი, თუმცა 5 დღეში უკვე ყველაფერი გასკდა საპნის ბუშტივით. აქედან გამომდინარე, ეფექტი ამ ყველაფერს ვერ ექნება, იმდენად დღესავით ნათელია ყველაფერი, არის გამოძიების მასალები, არის დოკუმენტაცია, მასალები ნივთიერებებთან დაკავშირებით, მიმართვიანობის სტატისტიკა.
9 აპრილის შემდეგ, როდესაც გამოყენებულ იქნა აკრძალული ნივთიერებები, სავსე იყო საავადმყოფოები და პოლიკლინიკები მოწამლული ადამიანებით და მკურნალობას სჭირდებოდა, ხშირად, თვეზე მეტი. ეს იყო რეალური ვითარება. აქ, მიმართვიანობაც კი არ არსებობს. ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება რაიმე ფასი ჰქონდეს ამ ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებას. ვერავითარი ფასი ვერ ექნება. იყო ძალიან მარტივი, თეთრი ძაფით ნაკერი სპეცოპერაცია და საპნის ბუშტივით გასკდა ის მცდელობა, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანების მცდელობასთან. რეალურად, ეს სპეცოპერაცია, საბოლოო ჯამში, ვერ შედგა. ზუსტად ისევე ჩაიშალა ეს სპეცოპერაცია, როგორც თავის დროზე ჩაიშალა სააკაშვილის ე.წ. მოწამვლის სპეცოპერაცია. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი შექმნეს საერთოდ არაფრიდან. 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, ესეც გახსოვთ. ამაზე იაფფასიანი იყო ის სპეცოპერაცია, რომელიც ვიხილეთ BBC-ის და შემდეგ ადგილობრივი სუბიექტების და ზოგიერთი საერთაშორისო სუბიექტის შესრულებით. სადაც არ გიმაგრებს ზურგს ელემენტარული ფაქტები, იქ ხელოვნურად ვერავითარ აჟიოტაჟს ვერ შექმნი. ეს არის სწორედ გამოხატული იმ პროცესებში, რომლებიც გაგრძელდა ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1765029894
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი BBC-ის ფილმზე: დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული
სუსის გამოძიებითაც დადასტურდა ის, თუ რა აბსურდის თეატრი შემოგვთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ შემთხვევაში BBC ჰყავდათ ამ ყველაფერში ჩართული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებ...
1765028612
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა
სუსმა დაადასტურა, რომ შერგელაშვილის განცხადება კამიტთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რომელიც მიზანმიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარ...
1765027007
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: უცხოური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა, სუსის ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დრ...
1765024903
ახალი ამბებილაშა მაღრაძე: ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის - არის „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია. „როგო...
1765022779
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი სუსის გამოძიებაზე: სამარცხვინოდ დამთავრდა სპეცსამსახურის ცნობილი ოპერაცია „მელოტი თუთიყუში“
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზი...































