პრემიერი: „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა, ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის“ გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

„ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტებიახლავს, რომ, თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა.მეტიც, „კამიტის“ ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა.

ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული. სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილებით კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს. ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის“ გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა”, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765028612

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა

სუსმა დაადასტურა, რომ შერგელაშვილის განცხადება კამიტთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რომელიც მიზანმიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარ...

არჩილ გორდულაძე

1765027007

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: უცხოური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა, სუსის ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დრ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1765024903

ახალი ამბები

ლაშა მაღრაძე: ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შსს-ს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის - არის „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია. „როგო...

ლაშა მაღრაძე:

1765022779

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი სუსის გამოძიებაზე: სამარცხვინოდ დამთავრდა სპეცსამსახურის ცნობილი ოპერაცია „მელოტი თუთიყუში“

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება. შარმანაშვილის განცხადებით, ოპოზი...

თენგიზ შარმანაშვილი

1765020781

ახალი ამბები

სუსი: მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია - ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“

„მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსო...

სუსისსუსის