გიორგი გაბუნია: ოპოზიცია გაერთიანდება თუ არა, პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ
ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ. ისინი ერთი ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა არ აქვს.
„ერთი წელია, პარლამენტში ვარ და თვე არ გავა, კითხვა არ დამისვან, რომ ოპოზიცია ერთიანდება და სერიოზული ხდება. ამ ფაქტს არ და ვერ შევესწარი-მოვესწარი. აქ ვართ და ვნახავთ, თუ გაერთიანდებიან. რატომ უნდა გვაღელვებდეს ან გვაშინებდეს? შარშან ორი არჩევნები ჩატარდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა მოიპოვა.
ოპოზიციამ საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საზოგადოების განწყობა კარგად ჩანს. გაერთიანება იდეის ირგვლივ ხდება. რა იდეის ირგვლივ ერთიანდებიან? ოპოზიციის პოლიტიკურ სივრცეს შეხედეთ.
მოჩვენებითად დაყოფილი არიან, ხან ერთმანეთს ელაპარაკებიან, ხან არა, ისინი ერთი მიზნისა და ამოცანის ქვეშ მოქმედი რადიკალური ჯგუფები არიან, რომელთაც გარე დავალებები, დაფინანსებები აქვთ. ზოგიერთი ქვეყნის ელჩთან ერთად განცხადებებს აკეთებენ.
მათი პოლიტიკური აზროვნების მასშტაბი ამით შემოიფარგლება. ამიტომ ისინი გაერთიანდებიან თუ არა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არ შეიცვლება, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ“, - აღნიშნა გაბუნიამ.
1771840102
ახალი ამბებიპრემიერი: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-იდან ჩამოსულია 9,4%-მდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და მთავარი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავანულოთ
2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღა...
1771838935
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი
ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, - ამის შე...
1771838713
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა
რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟ...
1771838131
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად,...
1771837372
ახალი ამბებიპრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა
გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...































