კახა კალაძე: სოცდაუცველთა ბაზების გადახედვა მნიშვნელოვანია - გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ

თბილისის მერი კახა კალაძე მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მუნიციპალიტეტების ჩართულობით სოციალურად დაუცველთა ბაზების ფართომასშტაბიან გადახედვას იწყებს.

მერის განმარტებით, აღნიშნული სია აუცილებლად უნდა გადაიხედოს, რადგან სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს საშუალება მიეცემათ, მეტად დაეხმაროს იმ ოჯახებს, რომელთაც თანადგომა ყველაზე მეტად ესაჭიროებათ.

„მივესალმები ამ მნიშვნელოვან რეფორმას. პანდემიის შემდეგ ფაქტობრივად მორატორიუმი იყო გამოცხადებული. დღეს, როდესაც დღის წესრიგში დგება აღნიშნული მიმართულებით ცვლილებების განხორციელება, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, ჯერ კიდევ გვრჩებიან ოჯახები, ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა, თანადგომა სჭირდებათ.

სახელმწიფო, მისი ყველა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავს ოჯახებს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ. რა თქმა უნდა, უნდა გადაიხედოს აღნიშნული ბაზა. როდესაც ის გაიფილტრება, გვექნება შესაძლებლობა, მიზნობრივად, მეტად დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ. ამიტომ ვფიქრობ, აღნიშნული რეფორმის განხორციელება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის მერიას აქვს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების არაერთი პროგრამა, ბაზის გადახედვის შემდეგ კი კონკრეტული ოჯახების დახმარების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771840102

ახალი ამბები

პრემიერი: ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო სიღარიბის მაჩვენებელი 21,3%-იდან ჩამოსულია 9,4%-მდე, თუმცა საქართველოში კვლავაც არის 350 ათასი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა და მთავარი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავანულოთ

2-ჯერ მეტ საშემოსავლო გადასახადს როცა იხდის მოქალაქე ბიუჯეტში, ეს ნიშნავს იმას, რომ 2-ჯერ მეტი შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ისახება მოქალაქეებზე, ამის გამო არის 21,3 პროცენტიდან სიღა...

ირაკლი კობახიძე

1771838935

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი

ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ზოგადად და თუ კონკრეტული ფორმაც ექნება ამ მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტად არის მისასალმებელი, - ამის შე...

ირაკლი კობახიძე

1771838713

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა

რეალურად სამუშაო ადგილები არის და მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაო ადგილებით უპირველესყოვლისა ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟ...

შალვა პაპუაშვილი

1771838131

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად,...

მიხეილ ყაველაშვილი

1771837372

ახალი ამბები

პრემიერი: ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 პირი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი, აქედან გამომდინარე, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა

გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და ამ ბაზაში საბოლოო ჯამში დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

 ირაკლი კობახიძემ