პრემიერი: რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, გადმოვიბარეთ მემკვიდრეობით
„რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ქართულ მხარეს დიალოგში ექნება მუდმივად პრინციპული პოზიცია. მისივე განცხადებით, ასევე არის ე.წ. პოზიტიური საკითხები და ტექნიკური საკითხები.
„რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად სტატუს-კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა. ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც ბუნებრივია ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა - ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება - ეს მეორე და მესამე - არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი, ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა,“ - აღნიშნა პრემიერმა.
1795685113
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე
„დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა - წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომელთა ყოველდღიუ...
1795684372
ახალი ამბებიშს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამი...
1795683640
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული
„USAID-ის და NED-ის მხილება გრძელდება. ეს ყველაზე არაგამჭვირვალე თანხებია, რომელიც საქართველოში დახარჯულა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მილიარდ...
1795682936
ახალი ამბებითბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში ხანძარი იყო. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ...
1795680947
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
„ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინსკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში“, - წერ...































