საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესების მნიშვნელობაზე, ინსტიტუტის როლსა და საარჩევნო მოხელეთა საქმიანობაზე ისაუბრა.
„ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების პროცესს, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმს.
მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.
1795685113
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე
„დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა - წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომელთა ყოველდღიუ...
1795684372
ახალი ამბებიშს მინისტრის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამი...
1795683640
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული
„USAID-ის და NED-ის მხილება გრძელდება. ეს ყველაზე არაგამჭვირვალე თანხებია, რომელიც საქართველოში დახარჯულა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მილიარდ...
1795682936
ახალი ამბებითბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში ხანძარი იყო. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ...
1795680947
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
„ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინსკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში“, - წერ...































