ლადო სადღობელაშვილი: რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და ღვინის კომპანიების დასანქცირების მუქარა საქართველოს დესტაბილიზაციასა და მოსკოვის დღის წესრიგის გატარებას ემსახურება – ეს ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის ინტერვიუსა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთის პროვოკაციული რიტორიკა და მუქარა საქართველოში დესტაბილიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

სადღობელაშვილის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან ღვინის დამატებითი კომპანიების შესაძლო დასანქცირებაზე საუბარი საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა და რუსეთის დღის წესრიგის გატარების მცდელობაა.

მისი თქმით, სააკაშვილის მეთაურობით მოქმედი ოპოზიცია დაძაბულობის ესკალაციასა და ხელისუფლების წინააღმდეგ ყალბი ნარატივების შექმნას ცდილობს, მაშინ როდესაც, რეალურად, თავად ოპოზიციური ძალები რჩებიან რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული.

„პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბაშვილის ინტერვიუს და პარალელურად სააკაშვილის მიერ გაკეთებული თვითმამხილებელი განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მრავალწახნაგიანი აგენტურული ძალები არ წყვეტენ პროვოკაციებსა და ცდილობენ ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებას. მათთან სამუდამოდ კავშირის გაწყვეტა, მათი აკრძალვა და პოლიტიკური ველის სრულიად გაჯანსაღება გადამწყვეტია ქვეყნის სუვერენიტეტისა და მშვიდობის დასაცავად. მხოლოდ აკრძალვით იქნება შესაძლებელი იმ პოლიტიკური ჯგუფების სრულად განადგურება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოს სტაბილურობას, განვითარებასა და ერთიანობის აღდგენას.- ზურაბაშვილის, ინტერვიუს ფონზე აშკარაა, რომ რუსეთის რიტორიკა და პირობები პროვოკაციულია და ხელს უწყობს საქართველოში დესტაბილიზაციას. მაშინ როდესაც, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა კიდევ დამატებით ღვინის კომპანიები დასანქცირდნენ სხვა არაფერია, თუ არა მოსკოვის საკუთარი დღის წესრიგის გატანა და საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა.ცალსახაა, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები ოპოზიციურ ცეცხლზე ნავთის დასხმაა და მეტი არაფერი!- მოგეხსენებათ, ოპოზიცია, სააკაშვილის მეთაურობით, ცდილობს დაძაბულობის ესკალაციასა და ხელისუფლებასთან დაკავშირებით ყალბი ნარატივების შექმნას, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესის გამტარია, მაშინ როდესაც რეალურად, სწორედ რომ, ოპოზიციური ძალები რჩებიან რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული. მათ ერთობლივ „პინგ-პონგი“ უკვე ისეთი აშკარაა რომ აღარც გვიკვირს „შემთხვევითობები“ და “დამთხვევები”!ეს ფარსი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს!“, - წერს სადღობელაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795678724

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795677628

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნ...

მარიამ ქვრივიშვილი

1795674925

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

დაკავება - დაკავება

1795674461

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,...

გურამ მაჭარაშვილი

1795674181

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით...

დაკავება და ბორკილები