მიხეილ ყაველაშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს - თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე
„დღეს განსაკუთრებული, ისტორიული დღეა - წელს პირველად აღვნიშნავთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღეს! გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს თითოეულ თქვენგანს - ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურ, კეთილსინდისიერ შრომაზეც დგას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წესწყობილება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს.
„ღრმად სიმბოლურია, რომ ამ ახალ სახელმწიფოებრივ ტრადიციას საფუძველს სწორედ აქ, ეროვნულ სასახლეში ვუყრით - იმ ისტორიულ კედლებში, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და მისი სამართლებრივი საძირკველი ჩაიყარა.
დღევანდელი დღის დაწესებით ჩვენ ღირსეულ პატივს მივაგებთ დიდ სახელმწიფოებრივ მემკვიდრეობას, ვიცავთ ინსტიტუციურ მეხსიერებას და სათანადოდ ვაფასებთ თითოეული საარჩევნო მოხელის ფასდაუდებელ ღვაწლს.
ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს.
არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა.
გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს, რომელიც მოწინავე ელექტრონული ტექნოლოგიებით, გამჭვირვალე პროცედურებითა და მაღალკვალიფიციური კადრებით გამოირჩევა.
ელექტრონული სისტემების წარმატებულმა დანერგვამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ქართულ საარჩევნო ადმინისტრაციას შესწევს უნარი, ურთულესი რეფორმები მაღალი სიზუსტითა და პროფესიონალიზმით განახორციელოს. ეს არის მიღწევა, რომლითაც ჩვენს სახელმწიფოს სამართლიანად შეუძლია იამაყოს.
განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს თქვენი სიმტკიცე და პრინციპულობა იმ გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც უწყება ბოლო წლებში აღმოჩნდა. ხელოვნურ აჟიოტაჟსა და ცილისწამებას თქვენ დაუპირისპირეთ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი, სრული გამჭვირვალობა და უტყუარი ფაქტები - რითაც არა მხოლოდ დაიცავით ინსტიტუტის ღირსება, არამედ კიდევ უფრო განამტკიცეთ მისი ავტორიტეტი.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენ დგახართ ქართველი ხალხის ნებისა და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სადარაჯოზე. ეს დიდი პატივია, ამავდროულად, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაც. ზეწოლის პირობებში შენარჩუნებული სიმშვიდე, კანონის უზენაესობის ერთგულება და პროფესიული კეთილსინდისიერება არის თქვენი მთავარი ძალა და საზოგადოებრივი ნდობის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დამკვიდრებულ ამ მაღალ სტანდარტსა და სახელმწიფოებრივ ტრადიციას ახალი თაობაც ღირსეულად გააგრძელებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს ქვეყნის სამსახურში! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
1795677628
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში, „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ცინგტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნ...
1795674925
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...
1795674461
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ევროპარლამენტმა საკუთარი რეპუტაცია იმდენად დააზიანა, რომ მის რეზოლუციებს აღარავინ აქცევს ყურადღებას - მათ შორის არც ევროკომისია და არც ის ქვეყნები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდაც ეს რეზოლუციები მიიღება
„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების გამო, დღეს აღარავის აინტერესებს, რას ჩაწერს ევროპარლამენტი თავის მორიგ რეზოლუციაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა,...
1795674181
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით...
1795673695
ახალი ამბებიპაატა კალანდაძე: გასათვალისწინებელია საქართველოს როლი, როგორც შუა დერეფნის ქვეყნის, რომლის ვალდებულებაშიც შედის აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირება, როგორც ტვირთების დინებით, ასევე, ენერგეტიკული საკითხების თვალსაზრისითაც
ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ქალაქ ცინგ-ტაოში „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გა...































