პრემიერი: საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც, სპეცწარმომადგენელმა ახსენა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა
„საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს სპეცწარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებას და სრულიად აბსურდულია ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში.
„პირველ რიგში, მივესალმები სპეცწარმომადგენლის მიერ საზოგადოების ინფორმირებას. გამჭვირვალობა არის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ სწორედ ღია და გამჭვირვალე მოლაპარაკებებს. საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული ნებისმიერი მოლაპარაკებების შინაარსის თაობაზე. ბუნებრივია, ეს პრინციპი უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მოლაპარაკებების შემთხვევაშიც.
რაც შეეხება ჩემი სპეცწარმომადგენლის შეფასებას, მე ამ შეფასებას ვიზიარებ. ჩვენი მოლოდინი ღვინის საკითხთან დაკავშირებით იყო ის, რომ ეს საკითხი უმარტივესად უნდა მოგვარებულიყო. რეალურად, ახსენა ბატონმა სპეცწარმომადგენელმა 3 საკითხი, რომელიც დააყენა ბატონმა გალუზინმა. ეს იყო ღვინის ხარისხი, უკრაინის სასარგებლოდ ომის დაფინანსება და რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდაში კომპანიების ჩართულობა. შვიდივე კომპანიის შემთხვევაში სამივე ეს პუნქტი არის სრული აბსურდი.
აბსურდია ის, რომ ხარისხს არ აკმაყოფილებენ ეს კომპანიები, აბსურდია ის, რომ უკრაინის სასარგებლოდ ომის რაიმე დაფინანსებაში არიან ზოგადად ეს კომპანიები ჩართული, რა შუაშია საერთოდ ქართულ კომპანიებთან ეს ყველაფერი და ამ კომპანიების მონაწილეობა ანტირუსულ აგიტაციაშიც არავის უნახავს. შესაბამისად, არის სრულიად აბსურდული ის საბაბი, რომლითაც 7 კომპანია შეიყვანეს ერთგვარი სანქციების სიაში. ჩვენი მოლოდინი იყო, ძალიან მარტივად, ამ მოლაპარაკების საფუძველზე ამ სიის სრული ანულირება, თუმცა ამის სანაცვლოდ მივიღეთ რა, რომ ბატონი გალუზინის მხრიდან გაგვიზიარეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეიძლება 2 კომპანია დაემატოს ამ სიას, გარკვეული კომპანიები შეიძლება ამოვიდეს სიიდან, რაც არის აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულება. თვითონ ამ სიის შედგენაც იყო არასწორი დამოკიდებულების გამოვლინებას და ბუნებრივია, ეს ახალი დამოკიდებულებაც არის იგივე შეფასების საგანი, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად გასაოცარია. ამ შეფასებას თავიდან ბოლომდე ვიზიარებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1795683640
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: გრძელდება USAID-ის და NED-ის მხილება, კარგია, რომ სიმართლე უკვე მაღალ პლატფორმებზე ისმის, ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, ბოლომდე ხდება ინფორმირებული
„USAID-ის და NED-ის მხილება გრძელდება. ეს ყველაზე არაგამჭვირვალე თანხებია, რომელიც საქართველოში დახარჯულა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მილიარდ...
1795682936
ახალი ამბებითბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თბილისში, აფრიკის დასახლებაში კერძო სახლში ხანძარი იყო. როგორც „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ...
1795680947
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
„ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინსკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში“, - წერ...
1795680447
ახალი ამბებინინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ
„ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ“, -...
1795678724
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკ...































