პრემიერი: საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის
საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული და სიამაყის საფუძველია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ ფასიანი ქაღალდების ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში. საუბარს დავიწყებ „თიბისი კაპიტალისა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკისადმი მადლობის გადახდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. დღევანდელი ღონისძიება უნიკალურად აერთიანებს გლობალურ ინვესტორებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ისეთ დროს, როდესაც უშუალოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები აყალიბებს ფინანსურ ბაზრებს. ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში - მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე. ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც სცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სიამაყით შემიძლია გაცნობოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება; მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9-პროცენტიანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ეს პროგრესი წამყვან საერთაშორისო შეფასებებშიც აისახება,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1774338344
სპორტისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები სიონში ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები სიონის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ესწრებიან. სიონის ტაძარში იმყოფებიან ხვიჩა კვარაცხელი...
1774338078
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი - ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად
არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა, ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული, თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული, – ამის შესახებ პარლამენტის თ...
1774337573
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მილიონ ნახევარზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ფიზიკურად იყო სამების ტაძარში იმისთვის, რომ თავისი მწუხარება გამოეხატა. ვცდილობდით, სიყვარული, რომელსაც ვგრძნობდით პატრიარქის მხრიდან, საპასუხოდ გვეჩვენებინა
ამ დღეებში, მათ შორის სხვადასხვა დელეგაციისგან, რომლებთანაც ცალკე გასაუბრების შესაძლებლობა გვქონდა, ვისმენდით თუ როგორ აფასებენ მის ღვაწლს, როგორ სცემენ პატივს მის წვლილს ქრისტიანულ სამყაროში, - განუც...
1774337159
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, გულითადად გილოცავთ რამადან-ბაირამს. მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის ურთულეს პერიოდში პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ
მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სოლიდარობისთვის, რაც ჩვენთვის, ყველასთვის, ამ ურთულეს პერიოდში უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქის გარდაცვალების გამო გამოიჩინეთ, - წერს პარლამენტის თავმჯდომა...
1774336578
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო სავარაუდოდ ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით“, -...


























