მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში, ქალაქ ცინგტაოში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკული მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების პროგრესს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა.
„მსურს ხაზი გავუსვა ჩინეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს. 2018 წლიდან მოქმედ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასა და 2023 წელს დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩვენმა ურთიერთობებმა ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ამაღლდა. ეს მოვლენები მყარ საფუძველს ქმნის ღრმა ეკონომიკური ჩართულობისთვის, განსაკუთრებით ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა „სარტყელი და გზის ინიციატივაში“ საქართველოს ადრეულ ჩართულობას და მისი მხარდაჭერის გაგრძელებას.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა „სარტყელი და გზის ინიციატივას“ და მას შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს მის საქმიანობასა და მიზნებს. ჩვენ აღნიშნულ ინიციატივას განვიხილავთ, როგორც მნიშვნელოვან მექანიზმს ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად, რეგიონული დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ქვეყნის ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ ბუნებრივად ვრცელდება მის ენერგეტიკულ შემადგენელზეც.
1795671827
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვას მმართველი გუნდი აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული ა...
1795670881
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა. „საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად...
1795669697
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად
USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები. დოკუ...
1795668650
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტასა და საქართველოს...
1795639667
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯერება
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც საკვანძო ფუნქციას და როლს ასრულებენ შუა დერეფნის განვითარებაში, იყოს რეგულარული დიალოგი და პოზიციების რეგულარული შეჯე...





























