ნინო წილოსანი: ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ
„ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რომელმაც ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატები შეაფასა.
„ადვილი მისახვედრია, რომ ყველა დებატი თუ რეზოლუციის მიღება ევროპარლამენტში, ერთი მხრივ უკავშირდება თავისი აგენტურის საქართველოში გაძლიერებას, მაგრამ ამავდროულად, პირდაპირ დროში თანხვედრაშია რომელიღაც დაგეგმილი აქციის წინა პერიოდთან, იმისთვის რომ უფრო მეტად გაზარდონ მუხტი.
სწორედ ასეთი დებატები გაიმართა ევროპარლამენტში, სადაც ითხოვდნენ ისეთი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილი, იმ პატიმრების განთავისუფლებას, რომლებიც უკვე განთავისუფლდნენ იქიდან გამომდინარე, რომ თავად აღიარეს ბრალი და რაც მთავარია, იმ დამნაშავეების უდანაშაულოდ გამოყვანის მცდელობა იყო, რომლებმაც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მიიღეს მონაწილეობა.
ბოლო დროს ევროპელი პარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ უფრო ემსგავსებიან სხვის გადახდილზე მოცეკვავე ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი აზრი კი არა, აინტერესებთ, ვინ რა დაფინანსებას მისცემთ, რათა კონკრეტული დაკვეთა შეასრულონ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
1795672342
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა
„ყველასთვის ცნობილია უკვე, რომ USAID არის კრიმინალური ორგანიზაცია და ამიტომ დაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარია...
1795671827
ახალი ამბებიზვიად შალამბერიძე ევროკავშირის რეზოლუციაზე: მორიგი ტყუილები და ბრალდება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური პატიმრები, იმ დროს, როდესაც ამ ადამიანების დიდმა ნაწილმა უკვე აღიარა დანაშაული
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვას მმართველი გუნდი აფასებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე დაკავებულებს დანაშაული აღიარებული ა...
1795670881
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს მიერ ეუთოს თავმჯდომარეობაზე გაკეთებულ განაცხადზე ისაუბრა. „საქართველოს კანდიდატურა ნამდვილად...
1795669697
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კარგად გვახსოვს როგორ ესარჩლებოდნენ USAID-ს საქართველოში აგენტურული ოპოზიციური პარტიები და როგორ სიყალბეში და თაღლითობაში მიიღეს მონაწილეობა მდიდარ NGO-ებთან ერთად
USAID-ის ფაილებში ფიგურირებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, არჩევნების წინ, 2024 წელს სოციალური ქსელების მონიტორინგისა და პლატფორმებთან, მათ შორის, Meta-სთან კოორდინაციის დეტალები. დოკუ...
1795668650
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: მეორე წელია, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის სტრუქტურებსა და ევროკომისიის სხვადასხვა სამსახურს არცერთ დონეზე არ მოუსმენია საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის შეწყვეტასა და საქართველოს...






























