პრეზიდენტი: მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება.

„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს.

უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს.

თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას.

მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს”, - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757053776

ახალი ამბები

„ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების მაღაზიაში და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას“ - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული...

აა

1757018523

სპორტი

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფშია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა რჩებოდა მერვედფინალში გასვლის შანსი. ამისთვის საჭირო იყო ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთს...

საქართველოს ნაკრები

1757017970

საზოგადოება

ვოლსკი: ერთადერთი ვინც მოიგო, იყო სააკაშვილი. როგორც რუსეთის მაგინებელი, წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა, იყო პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რასაც უნდოდა აკეთებდა - რომ არა ივანიშვილის გააქტიურება, სააკაშვილი იქნებოდა და იქნებოდა

როდესაც ხარ დაფინანსებული, ხარ ვალდებული, რომანტიზირებული, რევოლუციური იდეით შეპყრობილი, გაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც ინფორმაცია ნაკლები გაქვს, მაგრამ მონაწილეობ რაღაც პროცესში, რომელიც შენ პიროვნე...

გიორგი ვოლსკი

1757017384

მსოფლიო

ჯორჯია მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას არ აპირებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ლიდერთა შეხვედრაში ვიდეო-კავშირით მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის მთავრობა ავრცელებს. მელონიმ კიდევ ერთხელ წარადგინა...

ჯორჯია მელონი

1757016286

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, რომ ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც ითხოვდნენ ინვესტიციის ჩადებას, თურმე საქართველოს ხელისუფლებამ მათ უარი უთხრა?! ეს ხომ ცრუპენტელობა და უსამშობლობაა?!

რა უნდა სალომე ზურაბიშვილს, რომ დაუმტკიცოს სენატორებს, ჰელსინკის კლუბს, რომ „შუა დერეფანი“ არსებობს, ჩინეთის ინტერესები არის, სხვისი არავისი და ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში იყვნენ და ითხ...

გიორგი ვოლსკი