პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს, „მეთადონს“ და „მეფედრონს“ რომელსაც რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ. ერთ-ერთი ბრალდებული დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებებს საჯაროდ ხელმისაწვდომ ადგილას ათავსებდა. ასევე მან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტრამადოლი“. მეორე ბრალდებული სოციალური ქსელის მეშვეობით გამოძიებით დაუდგენელ პირს კონკრეტული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების აღებაზე შეუთანხმდა, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, რადგან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, დასახელებული მისამართიდან პოლიციის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 19-260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778393047

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10 მაისს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. მზიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქ...

ამინდი

1778360594

ახალი ამბები

ავარია გლდანში - მსუბუქი ავტომობილი ტროტუარზე ავარდა და ქვეითი იმსხვერპლა

გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრო­ტუ­არ­ზე ავარ­და და ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლეს და­ე­ჯა­ხა. თვითმხილ­ველ­თა თქმით, დაღუპული ახალ...

ავარია გლდანში

1778359159

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: „ჯივინოსტატზე“ მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე იმედის მომცემია, რაც შეეხება ე.წ. „ეგზონის ამოგდებას“ და „ელევიდისს“ - დღეს პრაქტიკულად მთელი ევროპა შეთანხმებულია, რომ ეს პრეპარატები არ არის ფართო გამოყენებისთვის

„კვლევის რეჟიმში ეს მედიკამენტები ევროპულ ზოგიერთ სახელმწიფოში არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სახელმწიფო რომ აფინანსებდეს, ეს ახლა იწყება რეალურად, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია“, - განაცხადა ჯა...

მიხეილ სარჯველაძე

1778358287

ახალი ამბები

სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება მედიკამენტებს, საფრანგეთმა კი „ჯივინოსტატზე“ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო

„ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო დაკეთდება შესა...

მიხეილ სარჯველაძე

1778358040

ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიანი მასტერსის 1/32 ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში – 6:4, 6:7 (5:7), 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების 1/16 ფინალში გავიდა....

ნიკოლოზ ბასილაშვილმ