ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი ბენ შელტონი დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის 1000-ქულიანი მასტერსის 1/32 ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის მე-6 ნომერი, ამერიკელი ბენ შელტონი სამ სეტში – 6:4, 6:7 (5:7), 6:4 დაამარცხა და შეჯიბრების 1/16 ფინალში გავიდა.
ბასილაშვილმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ნაკლებ შეცდომას უშვებდა და პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო. მეორე სეტში ქართველს თავისი მომენტები ჰქონდა, თუმცა ყველაფერი ტაიბრეიქზე გადაწყდა. რაც შეეხება მესამე სეტს, გადამწყვეტი ბრეიქი ბასილაშვილმა მეორე გეიმშივე შეასრულა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ქართველის მეტოქე რომის პრესტიჟული ტურნირის 1/16 ფინალში ამერიკის სახელით გამომსვლელი ბრანდონ ნაკაშიმა იქნება, მატჩი 11 მაისს შედგება.
ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 117-ე ადგილზეა.
1778350712
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება, თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების ინტერესის სახით, ეს ბადებს ძალიან მწვავე რისკებს
„ჯანდაცვის სისტემის მართვაში მთავარი ყოველთვის და მუდმივად ნომერ პირველი ინტერესი უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება და მოქალაქის კეთილდღეობა. თუ გაუჩნდება ამ მთავარ პრიორიტეტს კონკურენტი მოგების მიღების...
1778347391
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე: სახელმწიფო პირველივე დღიდან ამბობს, რომ ელოდება მტკიცებულებას, რათა გადაწყვეტილებები მტკიცებულებებზე დაფუძნებით მიიღოს
დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. მისივე...
1778345857
მსოფლიოკრემლში აცხადებენ, რომ ფიცოს პუტინისთვის ზელენსკის არანაირი გზავნილი არ გადაუცია
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კრემლის ლიდერთან საუბრის დროს პუტინისთვის უკრაინის პრეზიდენტის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია, თუმცა საუბრ...
1778343930
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე
ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კე...
1778343102
ახალი ამბებიშოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა 11 ათასამდე
მედიკამენტების გარკვეული კატეგორიის გაიაფებას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ. „მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე გაიზარდოს რაოდენობა...































