მარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის მიმართვაზე: ეს ეწინააღმდეგება ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს
ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის ვიდეო მიმართვის შეფასებისას.
მისივე თქმით, ეს გზავნილი არის ქვეყანაში არეულობის შექმნის მცდელობა.
„ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა და ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეთ ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც აქციაზე დგას და შორიდან მოახდინოს მათი წახალისება. ეს პირველ რიგში ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს“, - აცხადებს ლაშხი.
აღნიშნულ ვიდეო მიმართვას, რომელშიც შვედი დეპუტატი აცხადებს, რომ „ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს წაართვეს ქართული დემოკრატია და საქართველოს ევროპული გზა“, სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
„ის, რომ ეს შვედი დეპუტატი ისევ ბედავს საქართველოზე საუბარს, იმის ბრალია, რომ არც მას, არც შვედეთის მთავრობას და არც შვედეთის საელჩოს ბოდიში არ მოუხდიათ, შარშან, მის მიერ, მაიდნის სცენარის განხორციელებით ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების გამო", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
1761490900
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით,...
1761488257
ახალი ამბები27-31 ოქტომბერს მდინარე საჩინოს სახიდე გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი(ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე საჩინოს სახიდე...
1761483457
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“ და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს, მანამდე ვერ გახდება ევროკავშირის წევრიო. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება
საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, სადაც ის ცდ...
1761481544
ახალი ამბებიმეუფე შიო: წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს
„წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს...ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნა...
1761479199
მსოფლიოფრანგული მედია: ლუვრის ძარცვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს
საფრანგეთში სამართალდამცველებმა ორი დამნაშავე დააკავეს, რომლებიც ლუვრის მუზეუმის ძარცვაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ Le Figaro წერს. როგორც მედია იუწყება, ძარცვაში მონაწილე ორი დამნაშავე შაბათს, 25...






























