გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“ და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს, მანამდე ვერ გახდება ევროკავშირის წევრიო. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება
საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის იმ განცხადებას, სადაც ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამოა კანონი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია.
„საინტერესოა, ბატონმა ჰერჩინსკიმ თვითონ ტრამპს თუ შეუთანხმა, რაც თქვა - ანუ, ამერიკული კანონით საქართველო ვერ შევა ევროკავშირშიო; საქართველოს სანამ ექნება ამერიკული კანონი „ფარა“, რომელსაც ქართული იმიტომ ჰქვია, რომ საქართველოშია მიღებული, თორემ ამერიკულის იდენტურია, თურმე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა და სანამ შავი ფული ლეგალურად არ იტრიალებს საქართველოში ისე, როგორც უცხოურ ძალებს უნდათ, მანამდე ვერ გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი. მის ადგილზე, მე დავფიქრდებოდი, რა ბედი ეწიათ იმ ელჩებს, რომლებიც ლანძღავდნენ საქართველოს. საქართველოში უსამართლობა არავის შერჩება“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.
1761485379
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი შვედი დეპუტატის მიმართვაზე: ეს ეწინააღმდეგება ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს
ეს პირველ რიგში, ეწინააღმდეგება იმ ძირითად ღირებულებას, რაზეც ევროკავშირი და ევროპა უნდა იდგეს, - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხ...
1761481544
ახალი ამბებიმეუფე შიო: წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს
„წმინდა წერილი, ღვთის სიტყვა ჩვენს გულს თუ არ შეეხო, მაშინ ის კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს...ისე ვიცხოვროთ, ისე ვილოცოთ, ისე ვიშრომოთ, რომ ჩვენი გული გავუხსნათ ღვთის სიტყვას და ჩვენი სული გამოვაჩინოთ ნა...
1761479199
მსოფლიოფრანგული მედია: ლუვრის ძარცვაში მონაწილე ორი პირი დააკავეს
საფრანგეთში სამართალდამცველებმა ორი დამნაშავე დააკავეს, რომლებიც ლუვრის მუზეუმის ძარცვაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ Le Figaro წერს. როგორც მედია იუწყება, ძარცვაში მონაწილე ორი დამნაშავე შაბათს, 25...
1761476952
ახალი ამბებიReuters, CBS, AL Jazeera, AL Arabyia - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ ოპერაციას და ურანის ამოღებას საერთაშორისო მედია ეხმიანება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რომლის შედეგად, თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დაა...
1761473607
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამართალდამცვე...






























