პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე, როგორც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ისე დამოუკიდებლად, სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ. ასევე მოქალაქეებს სძალავდნენ თანხებს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6000 აშშ დოლარი.
ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცავებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს. ექვს პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო სამ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.
ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.
1762510037
საზოგადოებასაქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 5.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 175.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშირისო სავალუტო რეზერვები 5.6 მილი...
1762507503
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს
სააკაშვილი არის პოლიტიკურად გარდაცვლილი, ის აღარ არსებობს. მისი ერთადერთია მისიაა, კანონის წინაშე სრულად აგოს პასუხი და მოიხადო სასჯელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯ...
1762505763
საზოგადოებათავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთის პარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, სულეიმან სოილუს შეხ...
1762505375
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე უარის თქმაა
პირველი ნაბიჯი, რომელიც ბრიუსელმა ევროპული ღირებულებების გზაზე დასაბრუნებლად უნდა გადადგას, დეზინფორმაციაზე და პროპაგანდაზე უარის თქმაა. მხოლოდ სიმართლის დაბრუნებით შეძლებს ბრიუსელი, რომ კვლავ იქცეს ი...
1762504333
საზოგადოებაპროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს, ხოლო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ ერთ პ...

























